მთავარი საკითხავი როგორ განვთავისუფლდეს დარდისა და სტრესისგან – ამერიკელი ფსიქოლოგის საინტერესო მეთოდი

როგორ განვთავისუფლდეს დარდისა და სტრესისგან – ამერიკელი ფსიქოლოგის საინტერესო მეთოდი

by guramus

ყველა ადამიანს აინტერესებს, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს დარდისა და სტრესისგან. მითუმეტეს ახლა, როდესაც ცხოვრება უამრავ სირთულეს გვთავაზობს. ამ კითხვასთნ დაკავშირებით საინტერესო პასუხი აქვს ამერიკელ ფსიქოლოგს.

როდესაც იგი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციას კითხულობდა, აუდიტორიაში შეტანა ჭიქა. დამსწრე სტუდენეტებს ეგონათ, რომ პროფესორი მორიგ, გაცვეთილ კვლევას ჩაატარებდა და იკითხავდა “როგორ ფიქრობთ, ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელია ეს ჭიქა? მაგრამ, არა! პროფესორმა ცოტა უცნაური კითხვა დასვა: “თქვენი აზრით, რამდენია ამ ჭიქის წონა?” სტუდენეტები დაიბნენ ამ ერთოდ მოულოდნელ კითხვაზე. უამრავი პასუხი მიიღო პროფესორმა, მაგრამ ბოლოს თქვა: “თქვენი ყველა პასუხი მცდარია. ჭიქის წონა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი მიჭირავს იგი ხელში, მსგავსად დარდისა”. ამ პასუხის მოსმენაზე უფრო დაიბნენ სტუდენტები და ნათქვამის ახსნა სთხოვეს პროფესორს. მან კი განმარტა:

“თუ პრობლემებზე დიდ ხანს ვიფიქრებთ, ის არ მოგვარდება და უფრო მძიმე შედეგს მივიღებთ. ჩვენს პრობლემებსა და დარდზე დიდი ხნით ფიქრი ამძაფრებს მას და თრგუნავს ადამიანს. აღნიშნული დიდ ტკივილს გვაყენებს. თუ მათზე ცოტას ვიფიქრებთ, ტკივილიც შემცირდება და ასე უფრო დავინახავთ ამ პრობლემებიდან თავის დაღწევის გზას”.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? პრობლემებზე ნაკლებად ფიქრი შეგვიწყობს თუ არა ხელს განვთავისუფლდეთ დარდისა და სტრესისგან? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: