ჰელოუინი ბავშვობაში ალბათ ყველას გვაშინებდა. ეს იყო დღე, როცა წარმოსახვითი და საშიში ფანტაზიები კიდევ უფრო მძაფრი ხდებოდა: მოჩვენებები, ვამპირები, ჯადოქრები… ისინი ამ დღეს ყველაზე მეტად ხალისობენ.
ახლა კი უბრალოდ ყველას ეცინება ამაზე და მხოლოდ ერთობიან. საქართველოში დღესაც ნაკლებას სცალიათ ჰელოუინისთვის, თუმცა მაღაზიებში ალბათ უკვე შეხვდებოდით საყვარელი სახის მქონე გოგრებსა და ჩონჩხის ფორმის ტკბილეულს.
თუ ესეც არ გიტაცებთ, მაშინ ქვიზს შემოგთავაზებთ. განიტვირთეთ და გაავარჯიშეთ დაკვირვების უნარი. მოცემულ ილუსტრაციაზე, სადაც გოგრები, საშიში ფისოები და მოჩვენებები ხატია, თქვენ უნდა იპოვოთ პატარა ეშვებიანი ვამპირი ღამურა.
ის მშვენიერი კამუფლიაჟით არის წარმოდგენილი, მაგრამ თქვენ უფრო ყოჩაღები ხართ და აუცილებლად იპოვით ამ არსებას.
ხედავთ მის ეშვებს? არ იდარდოთ, ვიცით, რომ მარტივი არ არის, მით უმეტეს ამდენ ილუსტრაციულ გმირში. მაგრამ ჯერ ნუ დანებდებით! ყურადღებით დააკვირდით, ის დიდხანს ვერ დაიმალება.
თუ გიჭირთ მოგცემთ დიდ მინიშნებას!
იპოვეთ მთლიან სურათზეც? ის ქვემოთ არის. მიაგენით?
ჯანოსნური სიტყვების წარმოთქმა არ გიცდიათ? ,,ბიბიდი-ბაბიდი-ბუუ” ან ,,ჰოკუს ფოკუს”! კარგით, ვხუმრობთ, უმჯობესია თქვენს თვალებს ენდოთ.
თუ ღამურა იპოვეთ, ყოჩაღ, კარგად გიმუშავიათ!
თუ ვერ მიაგენით, ჩვენ გაჩვენებთ მას! აი პასუხიც!
გაერთეთ ამ არასერიოზული ტესტით? გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!