მთავარი კულინარია კარტოფილის ჩხირები კვერცხით

კარტოფილის ჩხირები კვერცხით

by Keti

ბავშვებს ძალიან უყვართ ჩიფსები და მსგავსი სნექები. ამიტომ უმჯობესია სახლში მოვამზადოთ მათთვის მსგავსი საკვები, ვიდრე გარეთ ვუყიდოთ.

ერთ-ერთი ასეთი კერძი, რომელიც სახლის პირობებში იოლად მზადდება, არის კარტოფილის ყველიანი ჩხირები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს და მუჭებით ჭამენ. შეგიძლიათ თან სხვადასხვა სოუსებით მოუმზადოთ და ისე მიართვათ.

ინგრედიენტები

  • 200-250 გ კარტოფილი
  • 80 გ მაგარი ყველი
  • 20-30 გ კარაქი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ერთი მწიკვი პილპილი
  • ერთი კბილი ნიორი
  • 100 გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 10 გ საფანელი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, შემდეგ კი გაფქვენით. რბილობს დაამატეთ კარაქი და ჩაჭყლიტეთ პიურეს სახით. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

2. კარტოფილს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი მწვანილი. ათქვიფეთ კვერცხი. ყველაფერი კარგად აურიეთ. დაამატეთ თანდათან ფქვილი და კვლავ აურიეთ.

3. გამოგივათ კარტოფილის ცომი, რომელიც ხელებს ადვილად სცილდება. გაყავით ის 8-10 პორციად და გადაახვიეთ ჯოხის ფორმებად. მოაყარეთ საფანელი.

4. ტაფაში გააცხელეთ ზეთი და შეწვით მასში კარტოფილის ჩხირები, ორივე მხრიდან. უნდა გაუჩნდეს ოქროსფერი ქერქი.

5. მზა ჩხირები ტაფიდან ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ, რათა ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. შემდეგ კი ხირები თეფშზე დაალაგეთ და მიიტანეთ სუფრასთან სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის ჩხირები შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღის კარტოფილის პიურესგანაც. საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი კერძია და თან ძალიან გემრიელი გამოდის. გირჩევთ დღესვე მოამზადოთ!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!