მთავარი ტესტები ტესტი: აირჩიეთ ფეხსაცმელი და გაიგეთ თქვენი უნიკალური თვისებების შესახებ!

ტესტი: აირჩიეთ ფეხსაცმელი და გაიგეთ თქვენი უნიკალური თვისებების შესახებ!

by Keti

სტილის კარგი შეგრძნება ერთ-ერთი წამყვანი რამ არის, რაზეც ადამიანები ვერ იდავებენ. ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ატრიბუტია კრეატიულობის გამოსახატად, იდეალური ფეხსაცმელი კი თავის არსში ბევრ დეტალს იტევს. უბრალო და დახვეწილით დაწყებული ელეგანტური და მოდურით დამთავრებული – უამრავი განსხვავებული სტილი არსებობს, რომლის არჩევაც ყველა ჩვენგანს შეუძლია.

დააკვირდით ამ ლამაზ ფეხსაცმელებს და თქვენ მიერ არჩეული მოდელი ახალ ფაქტებს გეტყვით თქვენს გამორჩეულ თვისებებზე.

A

თქვენ უნიკალური ხართ, რადგან ტკბებით ცხოვრებაში მიმდინარე უბრალო მოვლენებით. გესმით ტრადიციების მნიშვნელობის, მაგრამ არც სიახლეების გეშინიათ და საკუთარ წესებსაც ამკვიდრებთ ხოლმე. მიიწევთ წინ იმისკენ, რაც გსურთ და თქვენ სასიკეთოდ ბევრი რამ მუშაობს. გიყვართ მოვლენების სპონტანური ხასიათი, მაგრამ შეგიძლიათ ყველაფერი ისე აკონტროლოთ, რომ საბოლოოდ კმაყოფილი დარჩეთ.

B

გიყვართ თავგადასავლები და ამას თქვენ მიერ არჩეული ფეხსაცმელიც გამოხატავს. მუდამ მზად ხართ რაღაცის წამოსაწყებად და სხვების ნეგატიურ აზრებს უფლებას არ აძლევთ თქვენზე იმოქმედოს. ადამიანების ცხოვრებაში შეგაქვთ სინათლე, ბედნიერი ენერგია და ზუსტად იცით, რა უნდა თქვათ მათ გასამხნევებლად.

C

გიყვართ გამოწვევები და სირთულეები, არ გადარდებთ კომფორტის ზონაში ყოფნა, რადგან არასდროს ჩერდებით ერთ ადგილას. ადამიანები ყოველთვის არ ეთანხმებიან იმას, რასაც აკეთებთ ან ამბობთ, თუმცა ეჭვქვეშ არასდროს აყენებენ თქვენს ინტუიციას, რადგან საფრთხეს მარტივად გრძნობთ.

D

გიყვართ ცხოვრების დრამატული მოვლენები. გაქვთ სპეციალური უნარი, რომ ყველა სიტუაციაში კარგი რამ დაინახოთ. იცით, რომ ცხოვრება აღმავალი და დაღმავალი ეპიზოდებისგან შედგება, ამიტომ ტკბებით მომენტებით და აკეთებთ საუკეთესოს. გიყვართ დრამატულობა, მაგრამ იცით, როგორ შეანელოთ სვლა საჭიროების შემთხვევაში.

E

თქვენ სწრაფი მოაზროვნე ხართ და გაქვთ მახვილი გონება. თითქმის ყველა პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ და თუ ვინმე არ დაგეთანხმებათ, ან თქვენთან შეკამათება მოუნდება, სათანადო ცოდნაც უნდა ჰქონდეს ამისთვის. ხართ ლიდერი, რომელსაც არ ეშინია საკუთარი თავის დაცვის, ვინაიდან თქვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენ რომელი სტილის ფეხსაცმელი აირჩიეთ? დაემთხვა აღწერა თქვენს გამორჩეულ თვისებას? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!