საქორწინო ჟრიამული ალბათ ხშირად გვესმის გარშემო. ამ ფაქტის აღნიშვნა ბევრ ადამიანს მოსწონს. ქორწილებში ვხვდებით ტორტების განსხვავებულ დეკორაციებს, არომატებს, ფერებს, სტილს და საბოლოოდ არჩევა რთულია ხოლმე.
მოდით, დღეს ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი – აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ლამაზი ტორტი (სამწუხაროდ მათ გემოს ვერ გაიგებთ) და წაიკითხეთ აღწერები თქვენი საოცნებო პაემნის შესახებ!
ტორტი 1
თქვენ გიყვართ თავგადსავლები, ამიტომ თქვენი პირადი ცხოვრება რატომ უნდა იყოს მოსაწყენი? გსურთ, რომ პარტნიორმა წაგიყვანოთ კაიკინგზე, საცეკვაოდ ან თქვენთან ერთად გადმოხტეს პარაპლანით. პაემნების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მეტ თავგადასავალს ეძებთ. დიდი სურვილი გაქვთ, რომ პაემნებზე თქვენი ველური ბუნება გამოავლინოთ იმ შიშის გარეშე, რომ სხვებმა ,,ეს მეტისმეტია” არ იფიქრონ.
ტორტი 2
ტრადიციული პაემნები? არა, ეს თქვენი არ არის. თქვენ ის მოგეწონებათ, ვინც ფართოდ ფიქრობს ყოველი შეხვედრის წინ და კრეატიულია. ტრადიციული შეხვედრებიც მოგწონთ, მაგრამ გირჩევნიათ ის, სადაც მეტად გაერთობით. საოცნებო პაემანი არის კემპინგზე, სანადიროდ ან რაიმე გამორჩეულ ადგილას წასვლა.
ტორტი 3
გიყვართ ტრადიციული პაემნები, რადგან აფასებთ ამ სტილს. არ გადარდებთ კინო იქნება, სანაპიროზე სეირნობა თუ ვახშამი – უბრალოდ მოგწონთ დროის გატარება თქვენს რჩეულთან. თქვენი საოცნებო პაემანი არის კარგად დაგეგმილი, რომანტიკული ადგილი, რომელიც ღრმად მოქმედებს ადამიანის ემოციებზე.
ტორტი 4
თქვენ არ ელოდებით არაფერ გიჟურს, მაგრამ თქვენთვის იდეალური პაემანი არის ფუფუნების ადგილი. იცით, სად უნდა წახვიდეთ ისე, რომ ძვირიც არ გადაიხადოთ და კარგი დროც ატაროთ, მაგრამ ძვირიანზე რაღატომ იტყვით უარს? სპა, ნავებით სეირნობა, ცხენზე ჯირითი – ეს არის თქვენი სტილი.
ტორტი 5
თქვენ გიყვართ ისეთი პაემნები, სადაც თქვენი რომანტიკული გემოვნება ჩანს. ვახშამი სანთლების ფონზე, პიკნიკი პარკში და ა. შ. ბევრი ადამიანი თვლის, რომ რაინდობა აღარ არსებობს, მაგრამ თქვენ ისეთ ადამიანს აფასებთ, ვინც თავის რომანტიკულ მხარეს გიჩვენებთ.
ტორტი 6
თქვენ ცვალებადი გემოვნება გაქვთ, ხასიათის მიხედვით. მოგწონთ სამაგიდო თამაშები, პიცა ან ღამის გატარება ქალაქგარეთ. მუდმივად გაქვთ ვარიანტები, რაც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პაემნებს. შეგიძლიათ სიამოვნება მიიღოთ ყველაფრით, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რადგან პოზიტიური ხასიათი და გახსნილი გონება გაქვთ.
გაუზიარეთ ეს ტესტი თქვენს მეგობრებსაც!