მთავარი ინსპირაცია 30 ქალი საქორწინო მაკიაჟის გაკეთებამდე და მის შემდეგ (არტისტი არბერ ბაითიქი)

30 ქალი საქორწინო მაკიაჟის გაკეთებამდე და მის შემდეგ (არტისტი არბერ ბაითიქი)

by Keti

პატარძლების უმრავლესობა დიდ დროს ატარებს საქორწინო მზადებაში. როცა შესაბამის თეთრ კაბას იპოვიან, გამოსცდიან კონკიას მომენტს იდეალური ფეხსაცმლის შერჩევისას და საათებს გაატარებენ ინსტაგრამისა და პინტერესტის თვალიერებაში, რათა სათანადო ვარცხნილობას მიაგნონ, თითქმის ყველა ძირითადი ეტაპი შესრულებულია. მაგრამ არსებობენ არტისტები, რომლებიც ამ ყველაფერს ერთ მომსახურებაში აერთიანებენ.

მაკიაჟის სპეციალისტი და სილამაზის სფეროს გავლენიანი წარმომადგენელი არბერ ბაითიქი ამ ადამიანთა სიაში შედის. მისი ნამუშევრები დიდი ხანია პოპულარულია ინსტაგრამზე. არბერი საკმაოდ ბევრს მუშაობს და მუდმივად აზიარებს თავისი კლიენტების ,,მანამდე და შემდეგ” ფოტოებს. დღეს ჩვენ მის გამორჩეულ სილამაზეებს გაგიზიარებთ.

#1

#2

არბერს ბავშვობიდან სურდა მაკიაჟის არტიტი გამხდარიყო, მაგრამ როცა სკოლა დაამთავრა, მისი ოჯახი ამ იდეას დაუპირისპირდა. ,,ჩვენს კულტურაში მამაკაცის არსებობა სილამაზის ინდუსტრიაში ტაბუდ ითვლებოდა,” ამბობს ის. ,,ამიტომ თავიდან ეკონომიკის მეცნიერების ბაკალავრი გავხდი, შემდეგ კი დავიწყე ჩემი ოცნების ასრულების გზაზე სიარული. კვლავ ვისწავლე და დავიწყე მუშაობა მაკიაჟის არტისტად.”

ახლა ის და მისი გუნდი ყოველწლიურად ათასობით პატარძალს იღებენ. ,,ქორწინების მხრივ ზაფხული ყველაზე მოთხოვნადი სეზონია. ამ პერიოდში დღეში 60ზე მეტ კლიენტს ვემსახურებით.”

#3

#4

#5

#6

#7

#8

#9

#10

#11

#12

#13

#14

#15

#16

#17

#18

#19

#20

#21

#22

#23

#24

#25

#26

#27

#28

#29

#30

შთამბეჭდავი ტრანსფორმაციებია, ასე არ არის? ალბათ ახლობლები ვერც კი იცნობდნენ ამ პატარძლებს. თქვენ რას ფიქრობთ არბერ ბაითიქის ხელოვნებაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: