მთავარი რჩევები 4 მეთოდი, თუ როგორ აღვიდგინოთ მოტეხილი ფრჩხილი სახლის პირობებში

4 მეთოდი, თუ როგორ აღვიდგინოთ მოტეხილი ფრჩხილი სახლის პირობებში

by Keti

თუ უეცრად ფრჩხილი მოიტეხეთ, საჭირო არ არის ფრჩხილების სალონში გაქცევა მის შესასწორებლად. თქვენ შეგიძლიათ ეს სახლის პირობებშიც მოახერხოთ, თანაც განსაკუთრებული რესურსების გარეშე. დღეს სწორედ ამ ხრიკებს გაგიზიარებთ.

ნაბიჯი 1. დრწმუნდით, რომ თქვენი მოტეხილი ფრჩხილი სუფთაა, ანუ ის უნდა იყოს ყოველგვარი მანიკურისა და გარსის გარეშე.

ნაბიჯი 2. დაიბანეთ ხელები საპნით და გაიშრეთ კარგად.

ნაბიჯი 3. წაისვით ცოტა ალკოჰოლი, რათა მოახდინოთ ფრჩხილის დეზინფიცირება.

მომზადების ეტაპი დასრულდა. ახლა სცადეთ ეს 4 მეთოდი, რათა მოტეხილი ფრჩხილი აღიდგინოთ.

მეთოდი 1: ქაღალდი

დაგჭირდებათ

  • თეთრი ფურცელი
  • მაკრატელი
  • ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი

ნაბიჯი 1. აიღეთ ქაღალდი და დაჭერით პატარა ნაწილებად თქვენი ფრჩხილის ფორმაზე. შემდეგ აიღეთ გამჭვირვალე ლაქი და წაისვით თხლად ფრჩხილზე.

ნაბიჯი 2. სანამ ლაქი სველია, დადეთ ქაღალდი მასზე და ზემოდან წაუსვით ლაქის მეორე ფენა. გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ ფერადი ლაქიც წაისვათ, რათა ქაღალდი არ გამოჩნდეს.

  • თუ ხელთ ჩვეულებრივი ქაღალდი არ გაქვთ, გამოიყენეთ ტუალეტის ქაღალდი.

მეთოდი 2: ჩაის პაკეტი

დაგჭირდებათ:

  • ჩაის პაკეტი
  • მაკრატელი
  • ფრჩხილის წებო
  • ქლიბი

ნაბიჯი 1. აიღეთ ჩაის პაკეტი, გაჭერით და დაცალეთ ჩაისგან. შემდეგ გამოჭერით მისგან ფრჩხილის ფორმის ნაწილი.

ნაბიჯი 2. წაისვით მთლიან ფრჩხილზე წებო და შემდეგ დაიდეთ ჩაის პაკეტის ნაწილი. ფრთხილად გაიქლიბეთ და აცადეთ გაშრობა.

ნაბიჯი 3. დაიდეთ წებოს ახალი ფენა ფრჩხილზე და გააშრეთ.

ნაბიჯი 4. კვლავ გაიქლიბეთ ფრჩხილის ზედა ნაწილი, სანამ ბუნებრივი გახდება, შემდეგ წაისვით ფერადი ლაქი.

მეთოდი 3: ლენტა

დაგჭირდებათ:

  • გამჭვირვალე ლენტა (სკოჩი ან სასაჩუქრე ლენტი)
  • მაკრატელი
  • პინცეტი

ნაბიჯი 1. დაჭერით ლენტა ისე, რომ ფრჩხილის მოტეხილი ნაწილი დაფაროს.

ნაბიჯი 2. გამოიყენეთ პინცეტი და მისი საშუალებით დაიკარით ლენტა ფრჩხილზე. შემდეგ ნაზად დააწექით და გადასვით ლაქი.

მეთოდი 4: საკვები სოდა

დაგჭირდებათ:

  • სოდა
  • ფრჩხილის წებო
  • კბილის საჩიჩქნი
  • ქლიბი

ნაბიჯი 1. დაიდეთ ფრჩხილის წებო მოტეხილ ნაწილზე, შემდეგ აიღეთ კბილის საჩიჩქნი და გადაინაწილეთ წებო კარგად. მოტეხილი ნაწილი კარგად უნდა დაიფაროს.

ნაბიჯი 2. ჩაყავით ფრჩხილი საკვებ სოდაში და დააყოვნეთ ცოტა ხანს. შემდეგ ამოიღეთ ფრჩხილი, მოიშორეთ ზედმეტი სოდა და გაიქლიბეთ ის ფრთხილად.

  • გაიმეორეთ ეს მოქმედება დღეში რამდენჯერმე. წებოსა და სოდას კომბინაცია მოტეხილ ფრჩხილს ბუნებრივად შეავსებს.

გაუზიარეთ ეს ხრიკები თქვენს მეგობრებსაც!