მთავარი რჩევები როგორ დავიბანოთ ხელები სწორად: 12 საფეხური

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად: 12 საფეხური

by Keti

დიდი ხანია გვესმის, რომ ხელების დაბანა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რათა თავი დავიცვათ ინფექციებისგან და ავირიდოთ დაავადებების გავრცელება. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გაგიზიარებთ მოკლე სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა გაისუფთაოთ ხელები საფუძვლიანად.

ნაბიჯი 1

დაისველეთ ხელი გამდინარე წყლით.

შენიშვნა:

✅ აირიდეთ ცხელი წყალი, რადგან ის იწვევს კანის დასკდომას და ხელს უფრო მოწყვლადს ხდის ბაქტერიების მიმართ.

ნაბიჯი 2

წაისვით საკმარისი საპონი, რათა აქაფებისას მთლიანად შეძლოთ კანის ზედაპირის დაფარვა.

შენიშვნა:

✅ შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი საპონი, ორივე ეფექტურად კლავს მიკრობებს.

ნაბიჯი 3

აიქაფეთ ხელები კარგად, ხელის გული ხელის გულთან – წრიული მოძრაობებით.

შენიშვნა:

დაკეტეთ ონკანი, სანამ იქაფებთ, რადგან აირიდოთ მიკრობების მოხვედრა თქვენს ხელებზე.

ნაბიჯი 4

წაისვით ორივე ხელისგული ორივე ხელის უკანა ნაწილზე, შედით თითებს შორის ზონაშიც.

ნაბიჯი 5

შემდეგ შეატყუპეთ ხელისგულები და გადაიჯვარედინეთ ხელები თითების საშუალებით.

ნაბიჯი 6

დაიმუშავეთ თითის ბალიშები ხელის გულებზე გახახუნებით.

ნაბიჯი 7 

დაიმუშავეთ ორივე ცერა თითი წრიული მოძრაობებით.

ნაბიჯი 8 

წაუსვით თითები ხელისგულებს წრიული მოძრაობით, ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილების მიდამოებს.

ნაბიჯი 9

წაისვით მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯაზე და დაიმუშავეთ წრიული მოძრაობით. იგივე გააკეთეთ მეორე ხელითაც.

შენიშვნა

✅ ხელების დაბანის მთელი პროცესი უნდა იყოს ერთწუთიანი მაინც. იმღერეთ დაბადების დღის სიმღერა ,,რა ლამაზი დღეა” ორჯერ და ასე დაინიშნეთ დრო.

ნაბიჯი 10 

გახსენით ონკანი და შეუშვირეთ ხელები წყალს.

ნაბიჯი 11

გაიმშრალეთ ხელები და მაჯები ქაღალდის სუფთა ხელსახოცით.

ნაბიჯი 12

დაკეტეთ ონკანი ამ ხელსახოცის საშუალებით.

შედეგი

ახლა თქვენი ხელები სუფთაა!

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!