მთავარი რჩევები გულის შეტევის რისკი დაბინძურებული არტერიებით იზრდება. გაიწმინდეთ ისინი.

გულის შეტევის რისკი დაბინძურებული არტერიებით იზრდება. გაიწმინდეთ ისინი.

by guramus

არასრულფასოვანი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, მუდმივი სტრესი უარყოფიდან მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. არტერიებში გროვდება ქოლესტერინი  და ტრიგლიცერიდები, რაც შემდგომში გულის შეტევის რისკს ამაღლებს.

ეს ნივთიერებები ლიპიდების კლასშია მოთავსებული. სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრისთვის აუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს სისხლის ანალიზისათვის და შემდგომ უკვე ის გეტყვით საჭიროა თუ არა თქვენს შემთხვევაში მედიკამენტების მიღება.

თუმცა თუ ქოლესტერინის დონე გაზრდილია პირველ რიგში, ექიმი დაგინიშნავთ სწორ კვებას.
იმისათვის, რომ შეამციროთ თქვენი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე, გირჩევთ ქვემოთ მოყვანილი პროდუქტები მიირთვათ.

ჯინჯერი დრომ გამოსცადა და ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. მეცნიერების მტკიცებით, მასში BHA და BHT ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ლიპიდური პეროქსიდაციის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

ნიორი არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მცენარე, რომელიც ამცირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის მაჩვენებელს. ნიორი შეიცავს კომპონენტ ალიცინს. გარდა იმისა, რომ ალიცინი ანიჭებს მას გემოს და სუნს, სწორედ ის გვაძლევს საშუალებას, რომ შევამციროთ ქოლესტერინი არტერიის კედლებში.

ლიმონი C ვიტამინის ბუნებრივი საბადოა. ეს უკანასკნელი კი ქოლესტერინის დონეს არეგულირებს სისხლში.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც სწრაფ შედეგს მოგიტანთ. გადააქციეთ ეს სამი ინგრედიენტი სასწაულმოქმედ წამლად.

ინგრედიენტები:

– 1 ჭიქა ლიმონის წვენი (250 მლ)

– 1 კბილი ნიორი

– 1 ჩაის კოვზი ახალი ჯინჯერი (2 გ)

– 1 ჩაის კოვზი თაფლი (7.5 გ)

გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები, რათა შედეგი იყოს მაქსიმალური. გამოწურეთ ლიმონიდან წვენი და დაუმატეთ ნიორი, ახალი ჯინჯერი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. ბლენდერში დაატრიალეთ ლიმონის წვენთან ერთად. აბლენდერეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. 

დალიეთ ეს ნარევი დილით ჭამის წინ. პროცედურა 15 დღე გრძელდება. შეისვენეთ 1 კვირა და შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ 15 დღიანი პროცედურა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: