მთავარი რჩევები 8 გზა, როგორ შევძლოთ გამოვფხიზლება მაშინ, როცა დაღლილები ვართ

8 გზა, როგორ შევძლოთ გამოვფხიზლება მაშინ, როცა დაღლილები ვართ

by Keti

ხშირად მუშაობის ან სწავლის პერიოდში ძალიან დაღლილები ან გამოუძინებლები ვართ, მაშინაც როცა სახლში გვიწევს ორივე მათგანის შესრულება. ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ სია, რომლის დახმარებითაც შეძლებთ იოლად გამოფხიზლებას და პროდუქტიულობის შენარჩუნებას სამუშაო დღის განმავლობაში.

1. შეისხით სახეზე ცივი წყალი

ეს თქვენს თავში მოახდენს სისხლის ცირკულაციას და რაღაც პერიოდი განგიახლებთ ენერგიას.

2. ცოტა ხნით წაუძინეთ

ცოტა ხნით წაძინება დაგეხმარებათ, რომ თავი უფრო მხნედ იგრძნოთ, ეს თითქოს დღის ხელმეორედ დაწყების საშუალებაა. 20 წუთიანი ძილიც კი იდეალური იქნება ამისთვის. თუმცა დღის მანძილზე მხოლოდ ერთხელ წაუძინეთ.

3. დალიეთ კოფეინი

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური საშუალებაა გასაღვიძებლად, იგივე შეიძლება ითქვას შავ და მწვანე ჩაიზე. კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს კონცენტრაციასა და ენერგიას რამდენიმე საათის მანძილზე.

4. დალიეთ წყალი

დეჰიდრატაცია დაღლილობის შეგრძნებას მხოლოდ აძლიერებს. დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს იღებთ. ჰიდრატაცია გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მოგანიჭებთ ენერგიას.

5. აანთეთ სინათლე

განათებული ოთახი შეამცირებს ძილიანობას. ამიტომ არის, რომ მოღრუბლულ ამინდში უფრო მოთენთილები ვართ. გაზარდეთ სინათლის ინტენსივობა თქვენს ოთახში და უფრო იოლად გამოფხიზლდებით.

6. მიიღეთ ჯანსაღი ხემსი

ისეთი საკვები, როგორიც არის თხილეული, გრანოლა, იოგურტი, ბოსტნეული, ჰუმუსი, ახალი ხილი – ძალიან ეფექტურია თქვენი ენერგიისთვის. ასეთი ხემსი ორგანიზმისგან ნაკლებ ენერგიას ითხოვს მოსანელებლად და უფრო აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს.

7. წამოიწყეთ საუბარი

საინტერესო დიალოგი მეტად აქტიურს გაგხდით და თქვენს ქმედუნარიანობასაც გარდის. აზრების გაცვლა გონებას აღვიძებს.

8. ივარჯიშეთ

რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ, რომ დაამარცხოთ ძილიანობა. ველოსიპედი, ლახტი ან სწრაფი სიარული ძალიან კარგი სავარჯიშოებია, რადგან სხეული ამ დროს აქტიურად მუშაობს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!