მთავარი საკითხავი ეს 16 მიზეზი საკმარისია, რომ შოკოლადით ყოველდღე “დაიტენო”

ეს 16 მიზეზი საკმარისია, რომ შოკოლადით ყოველდღე “დაიტენო”

by Keti

ასკეტები შოკოლადს ღმერთების საკვებს ეძახდნენ, ევროპაში კი ეს ტკბილეული სამკურნალო დანიშნულებით იყიდებოდა და დღესაც ყველასთვის საყვარელი თავშესაქცევია. ასევე შოკოლადი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა შოკოლადისთვის დამახასიათებელი ბენეფიტები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს თვისებები მხოლოდ მუქ შოკოლადზე ვრცელდება (ვწუხვართ, ტკბილის მოყვარულებო).

16 საოცარი რამ, რასაც შოკოლადი ჩვენი ორგანიზმისთვის აკეთებს

შოკოლადის მირთმევიდან 10 წუთში:

  • უმჯობესდება განწყობა და იმატებს ენერგია. შოკოლადში შემავალი ნივთიერება ტრიფტოფანი ხელს უწყობს სეროტონინის წარმოებას.
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აფართოებს სისხლძარღვებს. სწორედ ეს არის საჭირო ნებისმიერი აქტივობის დაწყებამდე.
  • ამცირებს სისხლის წნევას. ამას ვაზოდილატაციის პროცესი ეწოდება.
  • იცავს კბილებს. კაკაოს ცხიმი კბილებს ფარავს დამცავი ფენით, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

შოკოლადის მირთმევიდან რამდენიმე დღეში:

  • ხდება დიაბეტის პრევენცია. ფლავონიდები სისხლში ზრდის აზოტის მჟავის დონეს, ეს კი ხელს უშლის დიაბეტის წარმოქმნას.
  • ამცირებს შფოთვას. კაკაო ამცირებს სტრესის ჰორმონებს.
  • ამცირებს ტკბილის სურვილს. შავი შოკოლადი მავნე ტკბილეულის იდეალური ალტერნატივაა.

შოკოლადის რეგულარული მოხმარება:

  • სასარგებლოა გულისთვის. ამცირებს კარდიოვარსკვლავური დაავადებების განვითარების რისკს.
  • წმენს სისხლძარღვებს ფლავონიდებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით.
  • ზრდის ინტელექტის დონეს. ფლავონიდები და მაგნიუმი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ამიტომ შავი შოკოლადი ძალიან საჭირო პროდუქტია 70 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის.
  • ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. შედეგად ნელდება დაბერების პროცესი.
  • აბედნიერებს ბავშვებს. ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას მწარე შოკოლადს იღებდნენ, ნაკლებად მშფოთვარენი არიან და ხშირად იღიმიან.

რა უნდა გვახსოვდეს:

  • აარჩიეთ შოკოლადი, რომელიც შეიცავს 70% (ან მეტ) კაკაოს.
  • მიიღეთ დღეში 2-3 ნატეხი. შოკოლადი შეიცავს ცხიმებს და შაქარს, ამიტომ მისი ჭარბი მიღება იწვევს წონის მატებას.
  • შოკოლადი რეკომენდებული არ არის ადამიანებისთვის, ვისაც თირკმლებიც პრობლემები აქვს.

 

სად შევიძინოთ სასარგებლო შოკოლადი:

ალბათ მაღაზიებში ხშირად გხვდებათ სხვადასხვა ფირმის შოკოლადი, რომელსაც შეფუთვაზე აწერია, რომ კაკაოს 70%იანი შემცველობა აქვს. ეს შესაძლოა მართლაც ასეა, თუმცა შავი შოკოლადების უმეტესობა კაკაოს გარდა სხვადასხვა არომატიზატორს, საღებავს, ქიმიურ ნივთიერებებსა და სხვა უამრავ არაჯანსაღ დანამატს შეიცავს, რომლებიც ამ პროდუქტის დადებით თვისებებს სრულიად ანეიტრალებს, რიგ შემთხვევებში კი პირიქით, მავნეც არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ გვსურს, რომ სიხარულით გაგიზიაროთ ქართული START UP-ი, რომელიც 2019 წელს გაიცნო ჩვენმა საზოგადოებამ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი და რაც მთავარია ჯანსაღი შოკოლადი. ამ არაჩვეულებრივ სივრცეს ეწოდება ,,შოკოლადის დამტენი” (Chocolate Charger).

მისი დამაარსებელი ქეთევან მჭედლიშვილია, რომელიც თავად ამზადებს პროდუქტს ყოველგვარი დანამატების გარეშე, თანაც ცივი სახით – ეს კი შოკოლადის გემოს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის. ქართველ მომხმარებლებს აქ შეუძლიათ გასინჯონ შავი, თეთრი და რძიანი შოკოლადი, ნუშის, თხილის და მიწისთხილის შიგთავსით.

ასე რომ, შეგილიათ აღარ იდარდოთ, თუ ნაცნობ მაღაზიებში ჯანსაღ შავ შოკოლადს ვერ იპოვით – ახალი ქართული კომპანია სეროტონინის უხვი დოზით დაგმუხტავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: