მთავარი რჩევები იაპონური დაბალკალორიული დიეტა, რომელიც 1 კვირაში თქვენს ცხოვრებას შეცვლის

იაპონური დაბალკალორიული დიეტა, რომელიც 1 კვირაში თქვენს ცხოვრებას შეცვლის

by guramus

გაფრთხილებთ, არ შეცვალოთ დიეტის შემადგენელი პროდუქტები თქვენი შეხედულებით. ზედმიწევნით ზუსტად დაიცავით მოთხოვნები და შედეგი ძალიან კარგი იქნება.

დიეტის შედეგი თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება იქნება. რაციონი დაბალკალორიულია (ზოგიერთ დღეს კალორიების მოხმარება 700-მდეც კი მცირდება) და ღარიბია ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმს აიძულებს, ცხიმოვანი მარაგი დაწვას. რაციონიდან ამოიღეთ მარილი, ფქვილის ყოველგვარი ნაწარმი, სპირტიანი სასმელები, შაქარი. ყავა უშაქროდ მიირთვით. წყლის ნაცვლად სვით მინერალური წყალი.

I დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი

II დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით
ვახშამი – 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი

III დღე
საუზმე – შავი ყავა და 1 ცალი ორცხობილა
სადილი – ზეთში შემწვარი 1 ცალი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით

IV დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, მცენარეული ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი – ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)

V დღე
საუზმე – 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი – ერთი ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – ხილი (მაგალითად, 1 ცალი ვაშლი)

VI დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა გახეხილი სტაფილო

VII დღე
საუზმე – ჩაი
სადილი – 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი (მაგალითად, რომელიმე ციტრუსი)
ვახშამი – ნებისმიერი დღის ვახშამი, გარდა მესამესი (შეიძლება 100 გ მოხარშული კიბორჩხალა)

VIII დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – ნახევარი მოხარშული ქათამი, უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული ერთი ჭიქა სტაფილო

IX დღე
საუზმე – 1 ცალი სტაფილო ლიმონის წვენით
სადილი – შემწვარი ან მოხაშული მოზრდილი თევზი, ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი

ვახშამი – ხილი
X დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 1 ცალი თოხლო კვერცხი, ზეთით შეზავებული 3 ცალი მოზრდილი მოხარშული სტაფილო, 15 გ მაგარი ყველი
ვახშამი – ხილი

XI დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – 1 ცალი ზეთში შემწვარი მოზრდილი ყაბაყი
ვახშამი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათი ზეთით

XII დღე
საუზმე – შავი ყავა, 1 ცალი ორცხობილა
სადილი – 1 ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული თევზი, 1 ულუფა ბოსტნეულის სალათი, 1 ულუფა ზეთით შეზავებული კომბოსტო
ვახშამი – 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა მაწონი

XIII დღე
საუზმე – შავი ყავა
სადილი – 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ზეთით შეზავებული მოხარშული კომბოსტოს სალათი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი – შემწვარი ან მოხარშული თევზი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: