მთავარი ჯანმრთელობა 6 სახეობის საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ და 7, რომელსაც უნდა მოვერიდოთ გასტრიტის დროს

6 სახეობის საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ და 7, რომელსაც უნდა მოვერიდოთ გასტრიტის დროს

by Keti

საჭმელი გასტრიტს არასდროს იწვევს, ამის მთავარი მიზეზი ჰელიკობაქტერიული პილორიული ინფექციაა. თუმცა ზოგი საკვები სიმპტომებს აუარესებს, ვინაიდან ღიზიანდება მუცლის ფენები. არსებობს საკვები, რომელიც, პირიქით, ამცირებს დისკომფორტს და შველის კიდეც მტკივნეულ მდგომარეობას.

ჩვენ დღეს გთავაზობთ ორივე ტიპის საკვების სიას. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ გასტრიტი უსიპმტომოა, თუმცა თუ ჩვენებები გაჩნდა, ამ პრობლემას ახასიათებს: მუცლის ხშირი ტკივილი, შებერილობა, გულისრევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა და მადის დაკარგვა. გართულებული შემთხვევების დროს იმატებს წყლულებისა და მუცლის სიმსივნის განვითარების რისკი.

საკვები, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ, თუ გასტრიტი გაწუხებთ:

  • ბოჭკოს შემცველი საკვები

დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს მარცვლეული, პარკოსნები, კენკრა და მწვანე ბოსტნეული. ბოჭკოს გარდა ის მდიდარია სულფორაფანით, რომელიც კლავს პილორიულ ბაქტერიებს.

  • სასარგებლო ცხიმებით სავსე საკვები

გასტრიტის დროს ცხიმიანი საკვები საუკეთესო არჩევანი არ არის, თუმცა უჯერი ცხიმები გამონაკლისია. მაგალითად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც შედის ორაგულში, სარდინებში, კაკლეულში და ჩიას მარცვლეულში. ეს პროდუქტებიც ასევე ებრძვის პილორიულ  ბაქტერიებს.

  • პრობიოტიკებით მდიდარი საკვები და სასმელი

მიიღეთ გასტრიტის დროს იოგურტი, კეფირი, კიმჩი, კომბუჩა და მჟავე კომბოსტო. ეს პროდუქტები აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ებრძვის აღნიშნულ დაავადებას. ასევე ზრდის სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის ალბათობას.

  • ცილოვანი საკვები

პროტეინი აღადგენს გასტრიტისგან მიყენებულ ზიანს ორგანიზმში. თუმცა ყველა ცილა ერთნაირი არ არის. მნიშვნელოვანია მიიღოთ ისინი მოხრშული სახით, რათა მდგომარეობა არ გართულდეს. ცილები შედის თევზში, ქათმისა და ინდაურის ფილეში, კვერცხში, თინუსსა და ლობიოში.

  • ანტიბაქტერიული და ფლავონიდებით მდიდარი საკვები

პილორიული ბაქტერია მარცხდება მხოლოდ ანტიბაქტერიული საშუალებით. ფლავონიდები კი ამ თვისებით ცნობილია, ის აჩერებს ბევრი ტიპის ბაქტერიის გამრავლებას, მათ შორის, პილორიულისაც. ნიორი, ხახვი, კენკრა, ნიახური ფლავონიდების შესანიშნავი წყაროა.

  • ბოსტნეულის წვენები

ხილის წვენები გასტრიტისას რეკომენდებული არ არის, რადგან ბევრ შაქარს შეიცავს. თუმცა ბოსტნეულები სხვა საქმეა. მაგალითად, პომიდვრის წვენს ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს და ამცირებს მუცლის ტკივილს. ასეთივეა გოგრის წვენი.

საკვები, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

  • მჟავე საკვები

ერიდეთ უხვად დაშაქრულ სასმელებს და ასევე ციტრუსებს, ყავას, პომიდორს და მჟავე სახის პროდუქტებს.

  • შემწვარი და ცხიმიანი საკვები

ქოლესტერინის მაღალი შემცველობის გამო შემწვარი და ცხიმით სავსე პროდუქტები ზრდის გასტრიტის გართულების რისკს, ამიტომ ერიდეთ ამ ტიპის საკვებს.

  • ნახშირორჟანგით გაჯერებული საკვები

მოერიდეთ გაზიან და შაქრიან სასმელებს, ვინაიდან ისინი აფერხებს სითხის შეწოვას. მიიღეთ მხოლოდ წყალი და მწვანე ჩაი.

  • ცხარე და დაძველებული საკვები

ცხარე წიწაკა, ვასაბი, პირშუშხა და მდოგვი გასტრიტის დროს ძალიან სახიფათოა. სახიფათო ბაქტერიებს ებრძვის დარიჩინი, კურკუმა და ჯინჯერი.

  • ალკოჰოლი

ალკოჰოლი გასტრიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია, ამიტომ ის პრობლემის გაჩენის დროს უნდა დაივიწყოთ.

  • სწრაფი კვების კერძები

ბურგერები, ცხიმიანი სენდვიჩები, გარეთ გამომცხვარი ღვეზელები, კარტოფილი ფრი, ლაფშა და მექსიკური კერძები – თუ გასტრიტი დაგიდგინდათ გარეთ კვებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

  • არასტეროიდული და ანთების საწინააღმდეგო წამლები

ფართოდ გამოყენებული ასპირინი, იბუპროფენი, დეკლოფენაკი, ნაპროქსენი საკვების რიგში არ შედის, მაგრამ გასტრიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ჩაანაცვლეთ ეს მედიკამენტები არამავნე ალტერნატივებით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!