მთავარი ჯანმრთელობა სხეულის 7 ნაწილი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა არასწორად ვისუფთავებთ

სხეულის 7 ნაწილი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა არასწორად ვისუფთავებთ

by Keti

არსებობს ბაქტერიის 2,368 სახეობა, რომელიც ჩვენს ჭიპში ცხოვრობს, ან იქნებ მეტიც. ამ მიდამოს ჰიგიენა კი ხშირად უგულებელყოფილია. ბამბის ჩხირის გამოყენებით ყურების წმენდა რეალურად საშიშია ჯანმრთელობისთვის. აღმოჩნდა, რომ ასე სხეულის ბევრ ნაწილს ვიწმენდთ არასწორად. შედეგი კი არცთუ ისე სასიამოვნოა.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ორგანიზმის 7 დეტალის გასუფთავების სწორ მეთოდებს, ბოლოს კი ბონუსიც არ გამოგრჩეთ.

1. ჭიპი

უმეტესობა ჩვენგანი აიგნორებს ჭიპის სისუფთავის მნიშვნელობას და არასწორად იწმენდს მას. ჭიპი კვირაში ერთხელ უნდა გაიწმინდოთ, თან სპეციალური მიდგომით. აიღეთ ბამბის ჩხირი, წაუსვით მას ალკოჰოლი და გაისუფთავეთ მიდამო. შემდეგ წაისვით ახალი ბამბის ჩხირი, რათა ალკოჰოლი მოიშოროთ.

2. ყურები

ფრჩხილებით ან რაიმე წვეტიანი ნივთებით ყურის წმენდა, არ არის რეკომენდებული. ამის ნაცვლად ჩაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი ბავშვის ზეთი ან გლიცერინი, რათა გოგირდი დარბილდეს. 1-2 დღის შემდეგ, ნაზად გამოისუფთავეთ თბილი წყალში დასველებული სქელი ბამბის ჩხირით.

3. ენა

ექსპერტების თანახმად, ენის გახეხვა ყველაზე ეფექტური მეთოდია მის გასაწმენდად. ენას ისევე ხშირად სჭირდება გასუფთავება, როგორც კბილებს. აიღეთ სპეციალური საფხეკი ფირფიტა და მსუბუქი ზეწოლით დაიწყეთ ენის წმენდა.

4. იდაყვები

მკვდარი უჯრედების მოშორება შეგიძლიათ მისი აქერცვლით კვირაში ერთხელ ან ორჯერ. შეგიძლიათ იხმაროთ სახლის სკრაბი ან იყიდოთ. წაისვით წრიული მოძრაობებით, ნაზად. ზედმეტი ზეწოლა სიტუაციას გაართულებს.

5. სკალპი

სკალპის პრობლემებს იწვევს მკვდარი უჯრედები ან თმის პროდუქტების ჭარბი გამოყენება. მის გასაწმენდად დაისველეთ თმა მთლიანად, სანამ შამპუნს წაისვამთ. შემდეგ შეურიეთ წყალს თქვენი შამპუნი და ისე წაისვით სკალპზე. თუ კონდიციონერს იყენებთ, ის მხოლოდ თმის ბოლოებზე უნდა დაიტანოთ.

6. სახე

ქაფიანი საპონი და დასაბანი საშუალებები კანს აშრობს, ამიტომ მათ მოერიდეთ. გამოიყენეთ სენსიტიური კანის საწმენდი და ნელ-თბილი წყლით დაიბანეთ სახე. საპონი გაიჩერეთ ჩამობანამდე 60-90 წამი.

7. ზურგი

ზურგის დაბანა რთული ოპერაციაა. დაიწყეთ ის მშრალი ჯაგრისის გამოყენებით. შემდეგ კი დაიწყეთ დასაბანი ლენტის ან ღრუბლის წასმა.

ბონუსი: როგორ გავიწმინდოთ სხეული, თუ პირსინგს ვატარებთ

ექსპერტების თანახმად, პირსინგის მოვლის საუკეთესო გზა არის მარილიანი საფენების გამოყენება. მარილის კომპრესებისა და თბილი წყლის კომბინაცია წმენდს სხეულს უცხო ნივთიერებებისგან და ასტიმულირებს სისხლის დინებას კონკრეტულ მიდამოზე.

რას იტყვით, დაგეხმარებათ ეს სტატია? ახალი ფაქტები ხომ არ აღმოაჩინეთ სხეულის წმენდასთან დაკავშირებით? იქნებ თქვენც გაქვთ რაიმე საიდუმლო? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი!