მთავარი ჯანმრთელობა გაიგეთ რომელია საუკეთესო ვარჯიში თქვენი სხეულის ტიპისთვის

გაიგეთ რომელია საუკეთესო ვარჯიში თქვენი სხეულის ტიპისთვის

by Keti

რატომ ხდება ისე, რომ ზოგჯერ მართლაც ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ და ვცდილობთ წონაში დაკლებას, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ და, პირიქით, ზოგჯერ ნეგატიურ ეფექტებსაც ვამჩნევთ სხეულზე? დიეტოლოგი ბარბარა შმიდტი აცხადებს, რომ ეს ხდება ქალების განსხვავებული აღნაგობის ტიპის გამო. ქალის სხეული იყოფა 4 ბაზისურ კატეგორიად, რომელსაც თავისი უნიკალური სპეციფიკურობა აქვს.

ამ კლასიფიკაციის მიხედვით, ჩვენ მოვამზადეთ ვარჯიშებისა და კვებითი რეკომენდაციების სია, რომელიც ოცნების სხეულის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

რას ამბობს თქვენი სხეულის ტიპი თქვენ შესახებ

სუსტი ტიპის აღნაგობა

(მართკუთხედის ფიგურა)

ვარჯიშები:

კუნთებისა და მასის გაზრდაზე ორიენტირებული ძალოსნური ვარჯიშები, მუცლის პრესის ვარჯიშები.

დიეტა

ნოყიერი საუზმე და მსუბუქი ვახშამი. მეტი ნახშირწყალი და ნაკლები ცილა.თქვით უარი რძეზე, ტკბილეულზე, ცომეულსა და უმ საკვებზე.

ფუშფუშა ტიპის სხეული

(მსხლის ფორმის ფიგურა)

ვარჯიშები

აქტიური სპორტი, მათ შორის, გამძლეობაზე ორიენტირებული.

ვარჯიშის დრო: დილით ადრე ან გვიან საღამოს.

დიეტა

ხილი, უცხიმო ცილები, ბოსტნეული.

ამოიღეთ რაციონიდან შოკოლადი, ნაღები, კარაქი, სოუსები, სახამებლიანი საკვები და ძმარი.

არტისტული სხეულის ტიპი

(ქვიშის საათის ფორმა)

ვარჯიში

ცეკვის წრეები, ჯგუფური აქტივობები, ქუჩის ვარჯიშები.

ვარჯიშის დრო: გვიანი შუადღე

დიეტა

მწვანე ბოსტნეული, დაბალცხიმიანი ცხოველური ცილა და რძის პროდუქტები.

შეზღუდეთ ალკოჰოლი, ხილი, პური, კოფეინი და შაქარი.

გამხდარი სხეულის ფორმა

(ვაშლის ფორმის ფიგურა)

ვარჯიში

ხტუნვა, აერობიკა, მთაზე ცოცვა, ცურვა. ეს ყველაფერი იდეალურია ფორმების გამოსაკვეთად.

დიეტა

ვეგეტარიანული დიეტა.

ამოიღეთ რაციონიდან ნაღები, კარაქი, სოუსები და შოკოლადი.

თქვენ რომელი აღნაგობის ტიპს მიეკუთვნებით? იცავთ რაიმე სახის დიეტას? გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში!