მთავარი ჯანმრთელობა 7 რამ, რაც შეიძლება ზამთრის სეზონზე თქვენს ორგანიზმში შეიცვალოს

7 რამ, რაც შეიძლება ზამთრის სეზონზე თქვენს ორგანიზმში შეიცვალოს

by Keti

ცივი ტემპერატურა გვანდომებს, რომ მუდამ სახლში ვიყოთ, თბილად და კომფორტულად. ამ დროს განსაკუთრებით მოწყვლადები ვხდებით ვირუსებისა და ინფექციების მიმართ. თუმცა ამის გარდა, ზამთრის ამინდი კიდევ ბევრნაირად მოქმედებს ჩვენს სხეულზე. ეს ეფექტები ზოგჯერ ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ არსებობს ისეთი მოქმედებებიც, რომლებიც სასიკეთოდაც წაგვადგება.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ 7 ფაქტორს, რომელიც ზამთრის სეზონს მოჰყვება.

1. ენა ჩვეულებრივზე მეტად მუშაობს

სიცივე ტუჩებს გვიშრობს, ამიტომ ენას ხშირად ვიყენებთ მის დასატენიანებლად. ეს დროებითი შვებაა, თუმცა არცთუ ისე კარგი ჩვევა. ტუჩების ენით დასველება ხელს უწყობს მის დახეთქვას. ნერწყვი ძალიან სწრაფად ორთქლდება და ტუჩებზე პირვანდელზე უფრო მშრალს ტოვებს. ასევე ის შეიცავს ენზიმებს, რომლებიც ტუჩების სილამაზეს საფრთხეს უქმნის.

2. იზრდება კბილის ატკიების რისკი

თუ მგრძნობიარე კბილები გაქვთ, შესაძლოა უეცარმა ტკივილებმა შეგაწუხოთ ხოლმე, როცა გარეთ ეციება. ცივი ჰაერი კბილების ქვეშ არსებულ ნერვულ დაბოლოებებში აღწევს და იწვევს ტკივილს. დენტისტები გვირჩევენ, რომ გარეთ ცხვირით ვისუნთქოთ და პირზე შარფი შემოვიხვიოთ.

3. შესაძლოა გაიზარდოს სისხლის წნევა

ცივი ამინდი სხეულს სტრესის ჰორმონების გამოყოფაში ეხმარება, ეს კი სისხლის წნევას ამაღლებს. ბევრისთვის სიცივეში სისხლში შაქრის დონეც იზრდება, რადგან ამ დროს ნაკლებ მოტივირებულები ვართ, რომ გარეთ გავიდეთ და ვივარჯიშოთ. ფიზიკური აქტივობა კი თავის მხრივ ამცირებს წნევას და შაქრის დონეს, ამიტომ ექიმები ვარჯიშს გვირჩევენ.

4. შესაძლოა დაიკლოთ წონაში

ბევრი ადამიანი ზამთრის პერიოდში წონაში იმატებს, მაგრამ სიცივეში ასევე მარტივდება კალორიების წვა. როცა სხეული დაბალ ტემპერატურასთან ადაპტაციას ცდილობს, ჩვენ მეტ სითბოს გამოვყოფთ და ამისთვის ვხარჯავთ დამატებით ენერგიას.

5. ჩნდება მეტი ნაოჭი

ნაოჭების გაჩენაში ბოლომდე ზამთარს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ამ დროს კანი მეტად მოწყვლადია გარემო ფაქტორების მიმართ. სიცივეში ჰაერის ტენიანობა იწვევს კანის გამოშრობას და ეს ორგანო ვერ იღებს საკმარის წყალს. შედეგად ხდება მშრალი და ნაოჭების გაჩენისადმი მიდრეკილი.

6. ზოგჯერ უარესდება მხედველობა

თვალები ზამთრის დროს მეტი რისკის ქვეშაა, ვიდრე ზაფხულში. ცივ ამინდში ნაკლებად ვატარებთ დამცავ სათვალეს, მაგრამ სიცივისგან არეკლილი მზე (მით უმეტეს, თუ გარეთ თოვლიც არის) ხშირად თვალებს აზიანებს. საცრემლე ჯირკვლების თხელი საფარი ძალიან მგრძნობიარეა მშრალი ჰაერის მიმართ. ექიმები გვირჩევენ, რომ ზამთარში გარეთ გასვლამდე ხელოვნური ცრემლები გამოვიყენოთ.

7. ბევრად მარტივად ხდება დეჰიდრატაცია

ზამთრის თვეებში ნაკლებად გვწყურდება და ხშირად არ ვიღებთ საკმარის სითხეს. სიცივეში ნაკლებადაც ვიოფლებით და უფრო ცოტა წყალს ვსვამთ, ვთვლით, რომ საკმარისად დატენიანებულები ვართ. მაგრამ წყურვილის შეგრძნების ნაკლებობა არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმს ნაკლები წყალი სჭირდება. ამ დროსაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება ყოველდღიურად.

თქვენ თუ შეგიმჩნევიათ ზამთრის დროს ეს ეფექტები თქვენს სხეულზე? რას დაამატებდით სიას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: