მთავარი ჯანმრთელობა აი, რას ამბობს ჩვენი ყურები ჩვენს შესახებ

აი, რას ამბობს ჩვენი ყურები ჩვენს შესახებ

by Keti

ჩვენი ორგანიზმის სპეციფიკურ წერტილებსა და შინაგან ორგანოებს შორის ნეირობიოლოგიური კავშირი არსებობს. ყურებზე დაკვირვება დაგვეხმარება მეტი გავიგოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და მომავალი პრობლემებიც კი ვიწინასწარმეტყველოთ.

ჩვენ შევაგროვეთ საინტერესო ინფორმაციები ადამიანის ყურებზე. ეს მოგცემთ საჭირო ცნობებს საკუთარი თავისა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რას ამბობს ჩვენი ყურები ჩვენ შესახებ?

ეს ორგანოები ჩვენი მაიდენტიფიცირებელი ნიშანია. როცა ვიბადებით, ყურები უკვე სრულად ჩამოყალიბებულია. ეს კი ზრდასთან ერთად არ იცვლება, მხოლოდ ყურის ბიბილო თუ ჩამოგვეწელება. ყური თითის ანაბეჭდების მსგავსად იდეალური საშუალებაა ადამიანიც ამოცნობის.

რეცეციული ან დომინანტური გენები. კვლევის თანახმად, მოკლე ყურის ბიბილო რეცესიული ნიშანია, თავისუფალი ბიბილო კი – დომინანტური.

კორონარული დაავადებები. თუ ყურის ბიბილოზე დიაგონალური ნაკეცი გაჩნდა, შესაძლოა კორონარული არტერიის დაავადება გქონდეთ.

ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობა. თუ თქვენი ყურები ძალიან ფერმკრთალია, ეს შესაძლოა ნიშნავდეს ვიტამინებისა და კალციუმის დანაკლისს ორგანიზმში.

თირკმლების პრობლემები. თუ ყურები წითელი გაქვთ, შესაძლოა თირკმლების პრობლემები გაწუხებდეთ.

ტვინის დაავადებები. თუ ყურების ფერი მუქი წითელია, ეს ხშირად აღნიშნავს მეხსიერების დაკარგვის, მუდმივი თავის ტკივილის ან ტვინის პრობლემების არსებობას.

ყურის ხრტილის ანთება სპეციფიკური სიმპტომია, რასაც მორეციდივე პოლიქონდრიტი ეწოდება.

ყურის რეფლექსოლოგია

ყურის რეფლექსოლოგია სტრესის ან ტკივილის მოსახსნელად ისეთივე ეფექტურია, როგორიც ხელის ან ფეხის რეფლექსოლოგია. ყურში 200-ზე მეტი აკუპუნქტურული წერტილი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ორგანოსა და ძვალკუნთოვან სისტემასთან გვაკავშირებს. ამ წერტილებზე დაწოლა ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას ხსნის – ფიზიკურსაც და ემოციურსაც.

ყურის აგებულება გამოსახავს მუცლადმყოფი ბავშვის მოთავსებას ემბრიონალურ პოზაში.

რეფლექსოლოგიის რუკას ბევრი სასტიმულაციო წერტილი აქვს, შეგიძლიათ ისწავლოთ მათი დამასაჟება და გადაჭრათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა თავის ტკივილი. ჯანმრთელობის სერიოზული გართულებების დროს კი მიმართეთ ფიზიოთერაპევტს ან რეფლექსოლოგიის სპეციალისტს.

შეგიძლიათ საშუალო ფორმის ტკივილებისას ზემოთ მოცემულ წერტილებზე მომჭერი დაიმაგროთ. ეს წერტილები ემსახურება შემდეგ ორგანოებს:

  1. ზურგი და მხრები.
  2. შინაგანი ორგანოები.
  3. სახსრები.
  4. ცხვირის ფისტულები და ყელი.
  5. საჭმლის მომნელებელი სისტემა.
  6. თავი და გული.