მთავარი კრეატივი რომლებია საუკეთესო საჩუქრები ხარის წელს: 10 საუკეთესო იდეა

რომლებია საუკეთესო საჩუქრები ხარის წელს: 10 საუკეთესო იდეა

by Keti

ალბათ უმრავლესობა თქვენგანს უჭირს იმის მოფიქრება, თუ რა აჩუქონ ახლობლებს ახალი წლისთვის. საამისო განწყობა დღეს სამყაროში არ არის, თუმცა საჩუქარი ყოველთვის ყველას უხარია. მათი შერჩევა კი სასიამოვნო და სერიოზული საქმეა.

ბევრ თქვენგანს ალბათ ბიუჯეტიც შეზღუდული აქვს, თუმცა სამახსოვრო ნივთების ჩუქება საყვარელი ადამიანებისთვის მაინც შესაძლებელია. ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე იდეას ამასთან დაკავშირებით.

რბილი სათამაშო

ხარის წელთან დაკავშირებით, რბილი პლუშის სათამაშო ყველაზე სასურველი საჩუქარია ბავშვისთვისაც და უფროსისთვისაც. მისი შეკერვა თავადაც შეგიძლიათ.

ყულაბა

რისი წელიც არ უნდა იყოს, ყულაბა ყოველთვის პოპულარული და სიმბოლური საჩუქარია. თქვენი კოლეგა ან მეზობელი ნასიამოვნები დარჩება ასეთი სიურპრიზით.

ჭიქა

სიმბოლური ჭიქა უნივერსალური ნივთია. ზედმეტი დასალევი ჭურჭელი არ არსებობს, მით უფრო თუ ის ორიგინალური და მოსახერხებელია.

ჭიქის დასადგამი

ამ საჩუქრის შექმნა შეგიძლიათ საკუთარი ხელებით. ერთობ გამოსადეგი ნივთია, მით უმეტეს, თუ სუფრას არ ხმარობთ.

ბრელოკი

რბილი და აკურატული, მსუბუქი – ასეთია იდეალური ბრელოკის მახასიათებლები. მოქსოვეთ ისინი თავად ან შეარჩიეთ მარკეტში მოხერხებული ვარიანტი.

ნაძვის ხის სათამაშოები

საახალწლოდ ყველაზე სიმბოლური საჩუქარი ნაძვის ხის მოსართავია. მისი ჩუქება ყველას სიამოვნებს და ამაში თავად დარწმუნდებით.

დეკორატიული ბალიში

ამ ნივთების მრავალფეროვნება ბაზრობებზე მართლაც საოცარია. თუ არც ერთი მზა ვარიანტი არ მოგწონთ, მორთეთ ბალიში თავად, ამისთვის უნდა იცოდეთ ქარგვის ტექნიკები.

ორცხობილები

ორცხობილები, რომლებიც შესაბამისი თემატიკით არის გაფორმებული, საახალწლო სუფრისთვის საუკეთესო ვარიანტია. შეგიძლიათ სახლშიც მოამზადოთ და მიუტანოთ სტუმრებს.

ბისერებით აწყობილი გულსაბნევი

უფრო ელეგანტურ და ეფექტურ საჩუქარს, ვიდრე გულსაკიდია, ძნელად თუ იპოვით. მისი აწყობა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ამისთვის საკმარისია ხარის ესკიზი და ბისერების არჩევანი.

მაცივრის მაგნიტი

ჩვეულებრივი მაგნიტიც ახარებს ადამიანს, მით უმეტეს, თუ მას თავად მოამზადებთ ყურადღებითა და მზრუნველობით.

თქვენ რით აპირებთ საახალწლოდ სტუმრებისა თუ ახლობლების გახარებას? შედგენილი გაქვთ სია? გაგვიზიარეთ თქვენი იდეები!