მთავარი საკითხავი ავადმყოფებისთვის ლოცვა – ღვთისმშობლის ხატი “სამხელიანი”

ავადმყოფებისთვის ლოცვა – ღვთისმშობლის ხატი “სამხელიანი”

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭივეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგიონენ მაქებელად შენდა, და სადიდებლად სამარადისოდ, მეუხებითა ღმრთისმშბელისაითა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სალმობისა სარეცელსა ზედამდებარესა და სასიკვდინოითა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტუირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოხედენ და განკურნენ, რამეთუ შენ ხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩუენისათა აღჰმხმელი და ყოვლივე ძალგიდს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.
აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კუალად განკურნებ, ძმასა ამას ჩუენსა სმნეულსა ზედა მოხედე მოწყალებითა შენითა, მოყავ მარჯვნაი შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განკურნე მონაი ესე შენი (სახელი) და აღადგინე ისენი ცხედარისაგან სნეულებისა მისისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისაგან და განაშორე ამისგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გუემაი და ყოველივე მხურვალებაი, გინაცხრო და რაოდენი რაარს ამის თანა ბრალი, გინდა უსჯულოებანი მიუტევენ, ულხინე, შეუნდევენ კაცთმოყუარებისა შენისათუის. უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდებაი თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ხელების ტკივილის დროს

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო, და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო იოანე, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელთავართა კანონო ღმრთივსულიერო ყოვლადბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათუის.

გალობათა აღმწერელსა, პატიოსანსა და ღმრთისმეტყველსა, ეკლესიათა წარმმართებელსა და მოძღუარსა, და მტერთა და წინა აღმდგომთა მბრძოლსა იონეს უგალობდეთ, რამეთუ საჭურველად აიღო ჭუარი უფლისა, და განაბდო მწვალებელთა საცდური, და ვითარცა მხურვალმეოხი ღმრთისა მიმართ, ყოველთა მოანიჭებს ცოდვათა შენდობასა.

წაუკითხეთ ეს ლოცვა ავადმყოფს, ცხოვრობს ის თქვენთან ერთად, თუ თქვენგან მოშორებით, განურჩევლად იმისა არის მისი დაავადება განკურნებადი თუ განუკურნებელი. გახსოვდეთ, უფალმა მიცვალებულიც კი აღადგინა მკვდრეთით და თქვენს გულწრფელს თხოვნას აუცილებლად შეისმენს. დიდება უფალს