მთავარი ინსპირაცია პლანეტის 9 ყველაზე უჩვეულო ადგილი, სადაც ტურისტებს ხშირად უჭირთ ვიზიტი

პლანეტის 9 ყველაზე უჩვეულო ადგილი, სადაც ტურისტებს ხშირად უჭირთ ვიზიტი

by Keti

სამყარო არ შემოიფარგლება მხოლოდ 7 საოცრებით. ცნობილია, როგორც მინიმუმ, კიდევ 9 საოცარი ადგილი, რომელიც მეცნიერებისა და მოგზაურების ყურადღებას იქცევს.

ტბა ,,აღმოსავლეთი”, ანტარქტიდა

ეს ტბა მდებარეობს 4 კილომეტრიანი ყინულის ქვეშ. მისი სავარაუდო ფართობია 15,5 ათასი კმ². სიღრმე კი – 1200 მ-ზე მეტია. მასში ბინადრობს უნიკალური თვისებების მქონე მიკროორგანიზმები.

კუბერ-პედი, ავსტრალია

ეს არის პატარა ქალაქი ავსტრალიაში. იგი მდებარეობს მიწის ქვეშ. საცხოვრებელი ფართები მდებარეობს გამოთხრილ მთებზე. ამ ,,გამოქვაბულებიდან” პირდაპირი გასასვლელია შახტაში.

კრისტალების გამოქვაბული, მექსიკა

აქ მდებარეობს ყველაზე ცნობილი კრისტალი: სიგრძით 11 მ, სიგანით – 4 მ. მისი მასა 55 ტონაა. აქაური ტემპერატურა +58 გრადუსამდეა, ამიტომ კრისტალების გამოკვლევა მეცნიერებისთვის რთული პროცესია.

ჩრდილოეთის სენტინელის კუნძული, ინდოეთი

კუნძული საინტერესოა თავისი მცხოვრებლებით. აქ ცხოვრობს სენტილების ტომი, რომლებიც ახლოს არავის იკარებენ. ისინი იყენებენ უმარტივეს იარაღებს და ცხოვრობენ პრიმიტიულ ქოხებში. ცივილიზებული სამყაროსგან არც კი საჭიროებენ დახმარებას.

სლოტ-კანიონი

ვიწრო კანიონები უჩვეულო სილამაზისაა. იგი თითქოს ადამიანის ხელით არის შექმნილი. სლოტ-კანიონი იწყება მთაში არსებული უმნიშვნელო ნაპრალიდან. ნაპრალით გაჟონილი წყალი კი ქმნის ვიწრო ბილიკების ლაბირინთს. ეს ადგილი საინტერესოა ექსტრემალური ტურისტებისთვის, კლაუსტროფობები მისით ნაკლებად დაინტერესდებიან.

ნავთობის ქვები, აზერბაიჯანი

ეს ქვები სამრეწველო ინტერესების მიზნით ააგეს. ჯერ კიდევ 1948 წელს იქნა აგებული ნავთობის ამოსაქაჩი დანადგარი და ბრიგადის საცხოვრებელი ფართი. დღეს ნაგებობის ქუჩების სიგრძე 350 კმ-ს აღწევს.

კუნძული პელი, დიდი ბრიტანეთი

ამ პატარა კუნძულის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, აქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. ერთადერთი ღირსშესანიშნაობა პელის ციხესიმაგრეა. საუკეთესო ადგილია განმარტოებისთვის.

ცენტრალია, აშშ

ცენტრალია პატარა ქალაქია. იგი წარმოადგენს გამოგონილი საილენთ ჰილის პროტოტიპს. ხანძრის ნამდვილი მიზეზი, რის შედეგადაც მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, უცნობია. დღეს აქ ადამიანთა მცირე ნაწილი კვლავ ცხოვრობს. ისინი გულმოდგინედ უვლიან ეკლესიას და 4 სასაფლაოს.

გველების კუნძული, ბრაზილია

ეს არის შხამიანი გველების სამფლობელო. მათ ფაუნის ყველა წარმომადგენელი შეავიწროვეს. ამბობენ, რომ აქაური ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე 5 გველი მოდის.

თქვენ რომელ ადგილას ისურვებდით ვიზიტს? მოგვიყევით კომენტარებში!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: