მთავარი კულინარია ,,ზარმაცი” ვარენიკების რეცეპტი

,,ზარმაცი” ვარენიკების რეცეპტი

by Keti

ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ სხვადასხვა შიგთავსის მქონე ვარენიკები. დიასახლისებისთვის საკმაოდ რუტინული საქმეა მათი მომზადება და უკავშირდება ბევრ დროსა და ენერგიას. ამიტომ დღეს ჩვენ გთავაზობთ ერთ საოცარ და განსხვავებულ რეცეპტს – ,,ზარმაცი” ვარენიკები მანის ბურღულით – რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება.

მომზადების დაწყებამდე წყლიანი ქვაბი დადგით ცეცხლზე. ვარენიკებმა ფორმა რომ შეინარჩუნონ, გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი ხაჭო. თუ მანი არ გიყვართ, შეგიძლიათ ის ფქვილით შეცვალოთ. თუმცა მანის წყალობით, ცომი ბევრად უფრო ნაზი გამოდის. ამ რეცეპტში ყველაფერი იდეალურია, გემო კი – საოცარი. მოამზადეთ და თავად დარწმუნდებით

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ხაჭო
  • 1-2 ცალი კვერცხი
  • 5-6 ს. კ. მანი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 25 გ კარაქი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

1. თუ ხაჭო სველია, ის უნდა გაწუროთ. ამისთვის მარლა გადაკეცეთ რამდენიმე ფენად, მოათავსეთ მასში ხაჭო, მოუკარით პირი და გაწურეთ.

2. ხაჭო გადაიტანეთ ღრმა თასში, დაამატეთ კვერცხი, ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი და მანი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 5-10 წუთით.

3. აიღეთ დიდი და ბრტყელი თეფში, დადეთ მასზე ცომი და თანაბრად გააბრტყელეთ. უნდა გამოგივიდეთ 1,5-2 სმ სისქის ფირფიტა.

4. წყალი რომ ადუღდება, ჩაყარეთ მარილი. კოვზით გამოაცალკევეთ კოვზის პატარა ნაჭრები და ჩაუშვით მდუღარეში.

5. როცა წყალი კვლავ ადუღდება, ხარშეთ ვარენიკები 1,5 წუთით. შემდეგ ამოიღეთ თეფშზე, მოასხით გამდნარი კარაქი და მიიტანეთ სუფრასთან.

კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი ან მაიონეზი. ცომი კი თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მოამზადოთ ან შედარებით ტკბილი ან მლაშე.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: