მთავარი კულინარია ბისკვიტის ამ რეცეპტში 3 წუთზე მეტს არავინ დახარჯავს

ბისკვიტის ამ რეცეპტში 3 წუთზე მეტს არავინ დახარჯავს

by Keti

ბისკვიტი უამრავი დესერტის მომზადებისთვის არის საჭირო, მისი გაკეთება კი ხშირად ბევრ დროს მოითხოვს. ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც არც ზედმეტ დროს წაგართმევთ და არც დიდი რაოდენობით პროდუქტს საჭიროებს, მისი მომზადება სასაცილოდ მარტივია და თან ძალიან გემრიელი გამოდის.

ჩვენ დღეს გასწავლით სრულყოფილი ბისკვიტის მომზადებას სულ რაღაც 3 წუთში. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ არ მოგიწევთ ლოდინი – თუ როდის ამოვა ცომი. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ჩვენ ამას დაგიმტკიცებთ.

ბისკვიტი გამოდის ნოყიერი და მაღალი, გირჩევთ მის გამოცხობას ჯამში. თუ ორჯერ უფრო დიდი ცომის გაკეთება გსურთ, გამოცხობის დრო 6 წუთამდე გაზარდეთ.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 4 ს. კ. ფქვილი
  • 4 ს. კ. შაქარი
  • 2 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 5 ს. კ. რძე
  • 3 ს. კ. ზეთი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ მასას კარგად გაცრილი კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი. ამის შემდეგ მოზილეთ ცომი. შეარჩიეთ არაუმცირეს 500 მლ მოცულობის ჭურჭელი.

2. ცომს დაამატეთ კარაქი და რძე, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

3. ბისკვიტი გამოაცხეთ მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთის განმავლობაში – მაქსიმალურ სიმძლავრეზე (1000 ვატი).

თქვენი გემრიელი ბისკვიტი 3 წუთში უკვე მზად არის. შეგიძლიათ ის ამ სახით მიირთვათ ჩაისთან ერთად ან მოამზადოთ მთელი ტორტი სულ რაღაც 15 წუთში. უბრალოდ ათქვიფეთ 100 მლ არაჟანი შაქართან ერთად და წაუსვით ზემოდან გამომცხვარ ბისკვიტს, რომელსაც წინასწარ გაჭრით ორ ნაწილად.

გირჩევთ, რომ ტორტს ასევე დაამატოთ რამდენიმე კონსერვირებული ალუბალი და თქვენ გამოგივათ იდეალური დესერტი. შეინახეთ ეს რეცეპტი, რათა არ დაგავიწყდეთ ამ ეფექტური ბისკვიტის სწრაფად მომზადება. დესერტის პორციები საკმარისია, რათა ორი ან ერთი ძალიან მშიერი ტკბილის მოყვარული დაანაყროს.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: