მთავარი სილამაზე 8 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს ნაოჭების განვითარებას

8 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს ნაოჭების განვითარებას

by Keti

ზოგიერთ ყოველდღიურ და ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას შესაძლოა ნეგატიური გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს ჩვენს კანზე. მაგალითად, წითელი ხორცის ჭამა აჩქარებს დაბერების პროცესს და იმავეს აკეთებს მზისგან დამცავი კრემის გამოუყენებლობა.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ყოველდღიური ქმედებების სიას, რომლებიც ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას.

1. საღეჭი რეზინის ღეჭვა

ექიმები ირწმუნებიან, რომ საღეჭი რეზინის ხშირად ღეჭვა პირის მიდამოს ირგვლივ ნაოჭებს ავითარებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ღეჭვისას ჩვენ მეტისმეტად ვძაბავთ კუნთებს.

2. სირბილი

სირბილით ვარჯიში წვავს კანქვეშ არსებულ ცხიმებს, ეს კი ხშირად ნაოჭებს აღრმავებს. ამის გარდა, ბევრი მორბენალი დიდ დროს ატარებს მზის გულზე, ეს კი დამცავი კრემის გარეშე ძალიან სახიფათოა. თუ გარეთ დარბიხართ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი წყალგამძლე კრემი, რათა ოფლმა არ ჩამორეცხოს.

3. სმარტფონზე ყურება

მობილურის გამოყენებაც ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას. სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტელეფონზე მუდმივად ზემოდან ყურება ყელზე აჩენს მეტ ნაოჭურ ხაზს.

4. მზისგან დამცავის დავიწყება

დაბერების ვიზუალური ნიშნების 80%, მათ შორის, ნაოჭები, გამოწვეულია მზის ზემოქმედებით. როცა მზის ზეგავლენით თვალებს ვჭუტავთ, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ნაოჭებს. ეცადეთ ნაკლებად გაუსწოროთ თვალი მკვეთრ სინათლეს და აუცილებლად ატარეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

5. საწრუპის გამოყენება

წვენების ან სხვა სასმელების საწრუპით დალევა, ხელს უშლის კბილებზე ლაქების გაჩენას, მაგრამ ზრდის ტუჩების გარშემო ხაზების გაჩენის რისკს. ეცადეთ მოერიდოთ მის გამოყენებას, რადგან ტუჩების ამგვარი მოძრაობა იწვევს კოლაგენის შემცირებას ტუჩის გარშემო და ჩნდება ე.წ. ტუჩის ნაოჭები.

6. გვერდული წოლა

ძილის ზოგიერთი პოზიცია იწვევს ნაოჭების გაჩენას. თუ გვერდულად წვებით ან მუცელზე, თქვენი სახე მუდმივად განიცდის ზეწოლას. ,,ძილის ხაზების” გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ დაწვეთ ზურგზე.

7. ძილის ნიღბის ტარება

თვალის გარშემო არსებული კანი ძალიან ნაზი და ადვილად დაზიანებადია. ძილის ნიღბები კი იწვევს მათ ტრავმირებას და გაღიზიანებას, რაც ნაოჭებში გადაიზრდება. თუ ღამით თვალების ნიღაბი გიკეთიათ, დარწმუნდით, რომ ის ფართოა და არ ეკვრის კანს.

8. კონტაქტური ლინზების ტარება

ლინზების ჩასმის დროს იძაბება შუბლის მიდამო, ეს განმეორებადი მოძრაობა კი შუბლზე აჩენს ხაზებს. სათვალეებისგან განსხვავებით, ლინზები არ იცავს თვალების გარშემო არსებულ კანს ულტრაიისფერი ზემოქმედებისგან, ეს კი იწვევს ნაოჭებს და კანის გათხელებას.

თქვენ თუ გაქვთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჩვევა? შეგიმჩნევიათ მათი ზემოქმედება კანზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: