ადამიანთა 40%ს ძილის დროს პიჟამო აცვია, ხოლო ზამთრის პერანგებზე საყვარელი ტანსაცმელი ალბათ ძალიან ცოტა გვაქვს. მაგრამ რეალურად ჩვენ მიერ არჩეული ღამის ტანისამოსი მოქმედებს ძილის ხარისხზე, ჩვენს ვიზუალსა და ჯანმრთელობაზეც კი. თუ თქვენი ფუმფულა თეთრეული მეტისმეტად თბილია, შესაძლოა ეს გახდეს ძილის დარღვევისა და დილის დაღლილობის მიზეზი.
ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ უნდა გეცვათ თბილი პერანგი ცივი ამინდების დროსაც.
1. ეს მოქმედებს ძილის ხარისხზე
თბილი პიჟამოთი ძილი ხელს უწყობს ღამის მოუსვენრობას, რადგან ღამით სხეულს სათანადო ტემპერატურის შენარჩუნება სჭირდება. იდეალური ქსოვილი ძილის დროს არის ბამბა – ის ორგანიზმს სუნთქვის საშუალებას აძლევს და თქვენც მოხერხებულად იქნებით. მორიგი შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა სელის უხეში თეთრეული, რომელიც ჰაერგამტარი და აბსორბენტია – თუმცა ბამბასავით რბილი არ არის.
2. შესაძლოა გაგიჩნდეთ გამონაყარი
როცა ძილში ოფლიანდებით, ამ დროს შესაძლოა კანზე გაჩნდეს სპეციფიური ტიპის დარღვევა, რაც ცნობილია, როგორც ოფლის გამონაყარი. სიცხისა და პიჟამოს ხახუნის კომბინაცია იწვევს ფორების ჩაკეტვას, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს კანის გაღიზიანებას. ბამბუკის ქარხნული პერანგის ტარებამ შესაძლოა შეაჩეროს აკნეს განვითარება, რადგან მას ანტიმიკრობული ეფექტი აქვს. ამასთან ეს ქსოვილი არის უფრო რბილი და მეტად შემწოვი, ვიდრე ბამბა – შესაძლოა კარგი ძილისთვის ზუსტად ეს გჭირდებათ.
3. ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას
თუ ღამით ოფლიანობთ, დიდი შანსია, რომ კანის ინფექცია განგივითარდეთ. ბაქტერიები ტენსა და სიბნელეში უკეთ იზრდებიან, ხოლო თუკი თქვენ თბილი ტანსაცმელი გაცვიათ და ზემოდან საბანსაც იფარებთ, რეალურად იდეალურ გარემოს უქმნით მიკრობებს გამრავლებისთვის.
4. გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
კვლევის თანახმად, კაცებს, რომლებსაც ღამით შარვალი არ აცვიათ, უკეთესი ხარისხის სპერმა აქვთ. როცა ღამით ვიწრო საცვალითა და თბილი პიჟამოთი ხართ შემოსილი, თქვენი გენიტალური მიდამოები მეტად მიდრეკილია ოფლიანობისკენ. ეს კი მოქმედებს ქალის ფერტილურობაზეც, რადგან ზედმეტი ოფლი იწვევს ანთებებისა და ინფექციების განვითარებას.
5. ხელს უშლის სხეულს ტემპერატურის ბუნებრივად რეგულირებაში
თუ ღამით ძალიან გცხელათ, თქვენი ორგანიზმის ტემპერატურა არ შემცირდება და ეს ხელს შეუშლის ხარისხიან ძილს. დაბალი ტემპერატურის არსებობა სხეულს გაჯანსაღებაში ეხმარება და ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს. თუ ბამბის პერანგის გარდა სხვა რამის ჩაცმა გსურთ, აბრეშუმი იდეალური ვარიანტი იქნება. ის ბუნებრივი თერმული რეგულატორია და შეუძლია გაგათბოთ ზამთრის ცივ ღამეებში – ეს ხდება აბრეშუმის ძაფებს შორის შენარჩუნებული სითბოს დამსახურებით, რაც ქმნის იზოლაციის ეფექტს.
თქვენი საყვარელი ტიპის პერანგი რომელია? თბილად ჩაცმა გირჩევნიათ ღამით თუ თხლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!