მთავარი კულინარია სახლში მომზადებული წითელი ხიზილალა, რომელსაც ოჯახის წევრები ნამდვილისგან ვერ გაარჩევენ

სახლში მომზადებული წითელი ხიზილალა, რომელსაც ოჯახის წევრები ნამდვილისგან ვერ გაარჩევენ

by Keti

წითელი ხიზილალა საახალწლო სუფრაზე ერთგვარ ტრადიციად იქცა, მაგრამ ამ დელიკატესის შეძენა ზოგჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ არ იღელვოთ. შეგიძლიათ მოამზადოთ მისი ანალოგი სახლის პირობებშიც. შესახედად ხელოვნური ხიზილალა ნამდვილისგან არ განსხვავდება, მის მოსამზადებლად კი საკმაოდ მარტივი პროდუქტები გამოიყენება.

ხელოვნური წითელი ხიზილალს

ინგრედიენტები

  • 200 მლ ზეთი
  • 250 მლ ნაჯერი თევზის ბულიონი
  • ნახევარი ს. კ. ტომატ პასტა
  • 10 გ მშრალი ჟელატინი ან 1,5 ჩ. კ. აგარ-აგარი
  • მარილი და შავი მარცვლოვანი პილპილი გემოვნებით
  • ერთჯერადი შპრიცი (ნემსის გარეშე)

მომზადება

1. პირველ რიგში ჟელატინს დაასხი 30 მლ ცივი ანადუღარი წყალი.

2. ზეთი ჭიქით შედგი საყინულეში 2 საათით.

3. მოხარშე თევზის ბულიონი, მასში ჩაამატე მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი ან ზღვის კომბოსტო.

4. მზა ბულიონი გადაწურე ბადეზე.

5. გაფუებული ჟელატინი მოათავსე პატარა ქვაბში.

6. აქვე ჩაამატე თევზის ბულიონი და დადგი ცეცხლზე ჟელატინის ბოლომდე გასადნობად.

7. ბულიონში ჩაამატე ტომატ პასტა და აურიე. შეგიძლია დაამატო საკვები საღებავიც – 2 წვეთი წითელი და ერთი წვეთი ყვითელი საღებავი საკმარისი იქნება.

8. კვლავ გადაწურე მოსახერხებელ ჭურჭელში.

9. ზეთი გამოიღე საყინულედან, ბულიონი ამოიღე შპრიცით და წვეთ-წვეთად ჩაასხით ცივ ზეთში.

10. ზეთი არ უშვებს წვეთებს, რომ შეეწებონ ერთმანეთს, ისინი სათითაოდ ჩაეშვებიან ფსკერზე.

11. თუ ბულიონი ძალიან გასქელდება, ის უნდა შეათბო, სანამ კვლავ არ მიიღებს შესაბამის კონსისტენციას.

12. მიღებული ხიზილალა გადაწურე ბადეზე და გარეცხე გამდინარე წყლით.

13. სულ ეს არის, მზადაა. ის თუმცა არანამდვილია, თუმცა ძალიან გემრიელი ხიზილალაა ნატურალური პროდუქტებით. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!