მთავარი ჯანმრთელობა სტომატოლოგები ხსნიან, როდის უნდა გავიხეხოთ კბილები – ჭამამდე თუ შემდეგ

სტომატოლოგები ხსნიან, როდის უნდა გავიხეხოთ კბილები – ჭამამდე თუ შემდეგ

by Keti

კბილების გამოხეხვა რუტინის უმთავრესი ნაწილია, თუმცა ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ კბილების ხშირი გახეხვა იწვევს ემალის დაზიანებას. ასევე კბილის ჯაგრისის ჭიქაში შენახვაც საკმაოდ ცუდი იდეაა. არსებობს პატარა დეტალები, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ და რაც არც ისე კარგია ჩვენი პირის ღრუს ჰიგიენისთვის.

ბევრი დებატი მიდის იმასთან დაკავშირებითაც, თუ როდის უნდა გაიხეხოს ადამიანმა კბილები – ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ, თუ რაზე შეჯერდნენ სტომატოლოგები ხანგრძლივი დებატების შემდეგ.

კბილების გახეხვის საუკეთესო დრო ექსპერტების თანახმად

რუტინის შენარჩუნების მიზნით, ბევრი ადამიანი კბილებს ყოველთვის განსაზღვრულ დროს იხეხავს – ყველაზე ხშირი პერიოდი კი არის დილით გაღვიძებისას და ძილის წინ. მაგრამ ეს დილის პროცედურა საუზმემდე უნდა იყოს თუ მის შემდეგ? ექსპერტების თანახმად, უმჯობესია კბილები ყოველთვის საუზმის მირთმევამდე გაიხეხოთ.

კბილების საუზმის მირთმევამდე გამოხეხვის უპირატესობები

ძილის განმავლობაში ჩვენი პირის ღრუში მრავლდებიან ბაქტერიები. სწორედ ეს ბაქტერია აგებს პასუხს ნადების გაჩენაზე და ის არის მიზეზი იმისა, რატომაც ყოველ დილით პირის მიდამოში ცუდ გემოს ვგრძნობთ. თუ კბილებს გაღვიძებისთანავე გაიხეხავთ, ჭამამდე თქვენი კბილები ფთოროვანი ფენებით დაიფარება, ეს კი დაგეხმარებათ ნადების გაჩენის თავიდან არიდებასა და ბაქტერიების საუზმეზე გადაცემაში.

კბილების საუზმის შემდეგ გახეხვის საწინააღმდეგო არგუმენტები

ზოგადად რეკომენდებული არ არის ჭამის დასრულების შემდეგ კბილების გახეხვა, მინიმუმ 30 წუთით, მით უმეტეს, თუ მჟავის შემცველი საკვები მიირთვით – ტოსტი, ყავა, ფორთოხლის წვენი, ლიმონი და ა. შ. გარდა ამისა, კბილების ჭამის დასრულებისთანავე გახეხვა მოქმედებს კბილის ემალზე და აზიანებს მას. გახსოვდეთ ეს, როცა გაიღვიძებთ.

რჩევები მათთვის, ვინც მაინც ჭამის შემდეგ აპირებს კბილების გახეხვას

თუ ჭამის შემდეგ კბილების გახეხვა თქვენთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელია, ეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი წესები მაინც გაითვალისწინოთ, რათა გაუფრთხილდეთ დენტალურ და ორალურ ჯანმრთელობას:

  • ჭამის შემდეგ დაიცადეთ 30 წუთიდან ერთ საათამდე, სანამ კბილების გახეხვას დაიწყებთ.
  • კბილების გასუფთავებისა და პირის ღრუში უკეთესი გემოს მისაღებად, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ან დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი.
  • უფრთხილდით მჟავის შემცველ საკვებსა და სასმელებს (პური, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ციტრუსი, ფორთოხლის წვენი და ა. შ.) და მათი მირთმევის შემდეგ დაიცადეთ ერთი საათი და კბილები შემდეგ გაიხეხეთ. 

თქვენ როდის იხეხავთ კბილებს, ჭამამდე თუ დილის ჭამის შემდეგ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!