მთავარი ტესტები ტესტი მხედველობაზე: რამდენი ფერის გარჩევა შეგიძლია რეალურად?

ტესტი მხედველობაზე: რამდენი ფერის გარჩევა შეგიძლია რეალურად?

by Keti

ცხადი გახდა, რომ ფერების აღქმის უნარი ყველა ადამიანში განსხვავებულია. ამის მიზეზი კი გახლავთ თვალის შიგნით არსებული ბადურის უჯრედების სხვადასხვა რაოდენობა. ეს უჯრედები ფუნქციონირებს, როგორც ფოტორეცეპტორები; მათი რაოდენობა განსაზღვრავს, თუ რამდენი ფერის გარჩევა შეგვიძლია სინათლის სპექტრში.

პროფესორმა დაიანა დერვალმა ამის დასადგენად ყველაზე მარტივი ტესტი შექმნა. უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვას და შემდეგ შეამოწმეთ პასუხები – ასე მიხვდებით, თუ რამდენად კარგად აღიქვამთ სამყაროს და რამდენად განსხვავდება თქვენი აღქმა სხვა ადამიანების შეხედულებებთან.

დაითვალეთ იმ ფერებისა და ჩრდილების რაოდენობა, რომლებსაც ამ სპექტრში დაინახავთ

თუ თქვენ ხედავთ…

20 ფერზე ნაკლებს: თქვენ დიქრომატი ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბადურაში მხოლოდ 2 ტიპის უჯრედი გაქვთ. ,,თუმცა არ იდარდოთ – კარგ კომპანიაში მოხვდით, რადგან ძაღლებსაც ასეთი ტიპის მხედველბა აქვთ”, ხუმრობს პროფესორი დერვალი. ალბათ შავი, ბეჟი ან მუქი ლურჯი ფერი ყველაზე მეტად მოგწონთ. სამყაროს მოსახლეობის 25% დიქრომატია.

20სა და 30 ფერს შორის:

თქვენ ნორმალური ფერადი მხედველობის მქონე ადამიანი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 ტიპის უჯრედი გაქვთ თვალის ბადურაში. კარგად აღიქვამთ მეწამულს, მუქ ლურჯს, მწვანეს და წითელ ფერებს. თქვენ მსოფლიო მოსახლეობის 50%ში შედიხართ.

34სა და 39 ფერს შორის:

დიდებულია! თქვენ ტეტრაქრომატული ფერთა აღქმა გაქვთ. ფუტკრების მსგავსად, თქვენც ფლობთ 4 სხვადასხვა ტიპის ბადურის უჯრედებს და ნათელ სპექტრში არსებული ფერების უმეტესობას აღიქვამთ. დიდი შანსია, რომ არ გიყვარდეთ ყვითელი, ალბათ ერიდებით ამ ფერის ტანსაცმელის ჩაცმასაც. ადამიანთა მხოლოდ 25%ს შეუძლია მოცემულ სპექტრში ყველა ფერის დანახვა.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში, ძალიან საინტერესო იქნება! სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც და გაიგეთ ფერების მათეული აღქმებიც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: