მთავარი რჩევები მარტივი იაპონური ტექნიკა სიზარმაცის დასამარცხებლად

მარტივი იაპონური ტექნიკა სიზარმაცის დასამარცხებლად

by Keti

თითქმის ყველა ჩვენგანი პერიოდულად ისახავს ახალ მიზანს ან გამოწვევას – ხშირად კი ამას ვერ ვაღწევთ. ბოლოს ჩვენს თავს ვეუბნებით, რომ ამისთვის მზად არ ვართ და მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს ან წელს ყველაფერს გამოვასწორებთ.

თავიდან შესაძლოა რაღაც დიდი ენთუზიაზმითაც დავიწყოთ. მაგრამ როგორც კი მცირე ძალისხმევას ჩავდებთ, საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ საკმარისი გავაკეთეთ და დროა ახალი ცხოვრების დაწყების ტემპი ცოტათი შევანელოთ.

რატომ ხდება ყოველთვის ასე? პასუხი მარტივი და ცხადია: ჩვენ მეტისმეტად ბევრს ვცდილობთ და მეტისმეტად სწრაფად, შემდეგ პასუხისმგებლობით ვიღლებით. საბოლოოდ გვიჭირს ძველი ჩვევების შეცვლა და რაღაც ახალის გაკეთება.

კაიზენი, ანუ ერთი წუთის პრინციპი

იაპონურ კულტურაში არსებობს კაიზენის პრაქტიკა, რაც გულისხმობს ,,ერთი წუთის პრინციპის” იდეას საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის. ამ მეთოდის არსი ის იდეაა, რომ ადამიანმა რაიმეს კეთება უნდა დაიწყოს თითო წუთით, უნდა აკეთოს ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ცხადია, ეს არავისთვის იქნება რთული – ყველაზე ზარმაცი ადამიანისთვისაც კი. რაიმეს დასაწყებად ასეთი მცირე დროის გამოყოფა პრობლემას არ წარმოადგენს, რამდენადაც მუშაობის სირთულე არ შეგვაშინებს და არ გაგვიჩენს საქმის გადადების სურვილს – დღეში 60 წამიანი საქმე შიშს არ იწვევს.

თუ აპირებთ წიგნის წაკითხვას ან უცხო ენის შესწავლას, ამ საქმისთვის ერთი წუთის დათმობა მას აქცევს სასიამოვნო და გასართობ აქტივობად. პატარა ნაბიჯების გადადგმა მოგანიჭებთ თვითსრულყოფის განცდას და საბოლოოდ დიდებულ შედეგებს მიაღწევთ.

დაბალი თვითშეფასების დათრგუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი აუცილებლად უნდა გაათავისუფლოთ დანაშაულისა და იუმედობის განცდისგან. საჭიროა გამოსცადოთ გამარჯვების შეგრძნება და წახვიდეთ წინ. როცა ასეთი გრძნობებით იქნებით შთაგონებული, თანდათან დაიწყებთ დროის გაზრდას სასურველი დავალების შესასრულებლად – შესაძლოა თავიდან 5 წუთით გაზარდოთ დრო, შემდეგ ახვალთ ნახევარ საათზე, ბოლოს კი ამაზე მეტად გაზრდით სამუშაო დროს. ამ გზით ერთწუთიანი პრინციპი რეალურად დაგანახებთ იმ პროგრესს, რომელიც ასე გსურთ.

კაიზენი იაპონიაში შექმნილი პრაქტიკაა. თავად სიტყვას ორი ფესვი აქვს ,,კაი” (ცვლილება) და ,,ზენ” (სიბრძნე). მეთოდი შექმნა მასააკი იმაიმ, რომელსაც სწამს, რომ ეს ფილოსოფია დადებითად მუშაობს როგორც ბიზნესის სამყაროზე, ისე პიროვნულ განვითარებაზე.

ერთი შეხედვით, ეს პრაქტიკა საეჭვო და არაეფექტური ჩანს დასავლურ კულტურაში გაზრდილი ადამიანებისთვის, სადაც აქცენტი მუდმივად იმაზე კეთდება, რომ შედეგს მხოლოდ უზარმაზარი შრომითა და ძალისხმევით მივაღწევთ. მაგრამ საგულდაგულოდ დამუშავებული და გამომწვევი პროგრამები, რომლებიც ადამიანისგან უდიდეს ენერგიას მოითხოვს, უბრალოდ ფიტავს მას და არ აძლევს ხელშესახებ შედეგებს. კაიზანი კი არის ის, რაც ადამიანს ცხოვრების ყველა სფეროში გამოადგება. მაგალითად, იაპონიაში მას ხშირად მიმართავენ მართვის ტექნიკების გაუმჯობესებისთვის.

მთავარი ისაა, გავიგოთ, თუ რისი მიღწევა გვსურს. შემდეგ კი უბრალოდ მივყვეთ ერთწუთიან პრინციპს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: