მთავარი ინსპირაცია ფსიქოლოგის აზრით, ჩვენ მიერ შექმნილი უშინაარსო ნახატები ბევრს ამბობს ჩვენს ქვეცნობიერზე. გაეცანით დეტალებს.

ფსიქოლოგის აზრით, ჩვენ მიერ შექმნილი უშინაარსო ნახატები ბევრს ამბობს ჩვენს ქვეცნობიერზე. გაეცანით დეტალებს.

by Keti

ალბათ ყოფილხართ ისეთ შეხვედრაზე ან ლექციაზე, როცა უეცრად მოგიწყენიათ და ტელეფონსა თუ ბლოკნოტში გაურკვეველი გამოსახულებების ხატვა დაგიწყიათ. ამ უცნაურ ნახატებს რეალურად ჩვენი არაცნობიერი ხატავს და მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ჩვენს პიროვნებასა და მოტივებზე.

როცა ვჯღაბნით, კალამი არაცნობიერი გონებით იმართება, რომელიც ჩვენს ფიქრებსა და საიდუმლოებებს ინახავს და აკონტროლებს ჩვენს ქცევებს. დღეს გვსურს გაგიზიაროთ იმ ნახატების რეალური მნიშვნელობა, რასაც გაუაზრებლად ვჯღაბნით ხოლმე.

ადამიანის ფიგურები

თუ პატარა ადამიანებს ხატავთ, შესაძლოა თავს დაუცველად და უიმედოდ გრძნობთ და პასუხისმგებლობებისგან გაქცევას ცდილობთ. მარტივი ჯოხისებური ფიგურების ხატვა გამოხატავს ემოციურ არასტაბილურობას და სხვა ადამიანებისგან თავის დაღწევის საჭიროებას.

თვალები

თვალების ნაჯღაბნი წარმოადგენს იმ ადამიანის შინაგან პიროვნებას, რომელიც ხატავს მას. დიდი თვალები აღწერს კონტაქტურ პერსონას, კაშკაშა თვალები კი აღწერს იმ განცდას, თითქოს მას უყურებენ, ხოლო დახუჭული თვალები ხშირად გულისხმობს საკუთარ თავში ჩაღრმავებისგან თავის არიდებას.

თქვენი ხელმოწერა

ხელმოწერის ჯღაბნა ნიშნავს, რომ ეგოცენტრული და ქედმაღალი ხართ. საუბრის ან ფიქრის დროს ხელმოწერის გაუზრებლად გამოსახვა გამოხატავს ეგოისტურ პიროვნულობას.

ცხოველები

ცხოველების ხატვა აღნიშნავს იმჟამინდელ ემოციებს. ვეფხვი ან მგელი აღწერს გამოუხატავ ბრაზს, მელია ასახავს მოტყუების სურვილს, ციყვის დახატვა გულისხმობს, რომ დაცვა და ზრუნვა გჭირდებათ. ლომს ისინი ხატავენ, ვისაც თავი სხვა ადამიანებზე უკეთესი ჰგონია. თუ მუდმივად ერთსა და იმავე ცხოველს ჯღაბნით, ეს იმას ნიშნავს, რომ არაცნობიერად მისი ხასიათის იმიტირებას ცდილობთ.

წრე, მარგალიტი და გეომეტრიული ფიგურები

თქვენ გაქვთ განსაზღვრული მიზნები და რწმუნებულებები და ნაკლებად იტოვებთ აზრებს თქვენთვის. ხართ ჯიუტი და დაჟინებული. ხშირად ფრთხილობთ და წინდახედულად იქცევით, თუმცა გსურთ, რომ უფრო გაბედული იყოთ.

ისრები

ისრები გამოხატავს ვექტორს, თქვენი ცხოვრების მიმართულებას. თუ ისარი ზემოთ არის მიმართული, შესაძლოა ადამიანებზე ორიენტირებული იყოთ, თუ ქვემოთ არის დახრილი, საკუთარ თავზე ხართ ფოკუსირებული. ისარი, რომლის წვერიც მარცხნივ არის – გამოხატავს წარსულზე ჩაციკლვას, ხოლო თუ მისი წვერო მარჯვნივაა, ეს მომავალში ყურებას გულისხმობს.

ვარსკვლავები

თქვენ გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, გინდათ, რომ ყველა თქვენ გიყურებდეთ. მაგრამ თუ ხატავთ ისეთ ვარსკვლავებს, რომლებსაც ბევრი წვერო აქვს, ან თუკი ისინი ცენტრისგან მოშორებით არის დახატული, შესაძლოა დეპრესიით იტანჯებოდეთ.

ყვავილები, ღრუბლები და მზე

უცნაური ყვავილებისა და მზის ხატვა გამოხატავს აწმყოთი კმაყოფილებას და ლამაზი მომავლის იმედს.

ჯვარედინი ხაზი

ეს შესაძლოა დანაშაულის განცდას ან რაიმეს გამო თვითბრალეულობას აღნიშნავდეს.

პატარა სახლები და ყუთები

სიმეტრიული ფორმები გამოხატავს წესრიგის სიყვარულს, თქვენ ზუსტად იცით რა გსურთ, იბრძვით საკუთარი მიზნისთვის და მუდამ ხმამაღლა იცავთ თქვენს აზრებს.

ჯადრაკის დაფა

ეს გამოხატავს იმას, რომ არაკომფორტულ გარემოში ყოფნა მოგიწიათ. თუ ამას მუდმივად ხატავთ, შესაძლოა გიჭირთ რაიმე სიტუაციის გადაჭრა, ცდილობთ იპოვოთ საკუთარი ადგილი და დანიშნულება ცხოვრებაში.

ქაოსური ნიმუშები

თქვენი პირველი პრიორიტეტი არის მშვიდობისა და ჰარმონიის შენარჩუნება ცხოვრებაში, ასევე გსურთ სტაბილურობა და ოჯახის შექმნაც კი.

სპირალი

სხვების პრობლემები დიდად არ გაწუხებთ, თქვენს თავში მუდმივად წყვეტთ სხვადასხვა საკითხებს და ფიქრობთ რაღაცების ამოხსნაზე. იქნებ გენიოსი ხართ?

წრეები და რგოლები

წრიული ფორმები წარმოადგენს ერთიანობის საჭიროებას: ,,სამყაროსგან თავს გარიყულად ვგრძნობ” – ამას იძახის თქვენი ნაჯღაბნები. თუ წრეებს არაცნობიერად ხატავთ, შესაძლოა გჭირდებათ მეგობარი, ყურადღება, ზრუნვა. ეს სურვილი კი თქვენში დეპრესიას იწვევს. ან იქნებ უბრალოდ ინტროვერტი ხართ, ვისაც არ სჭირდება ბევრ ადამიანთან კონტაქტი.

თქვენ რა ფიგურებს ხატავთ ხოლმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!