მთავარი კულინარია სახლის კრემ-ყველი საბჭოელი დიასახლისების რეცეპტის მიხედვით

სახლის კრემ-ყველი საბჭოელი დიასახლისების რეცეპტის მიხედვით

by Keti

რბილი, ტბილი, ნაღების კრემ-ყველი – ნამდვილად უნივერსალური პროდუქტია. ეს იმიტომ, რომ მისი ფერი, გემო, არომატი შესაძლოა შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რომელ ინგრედიენტთან ერთად მოვამზადებთ.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ უნაზესი და უგემრიელესი სახლის კრემ-ყველი მხოლოდ ერთი ინგრედიენტით.

სახლის კრემ-ყველი

ამ კერძის თვითღირებულება 4-5ჯერ ნაკლებია მზა პროდუქტთან შედარებით. ასევე მას შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი გემო. ასეთი ყველი ძალიან უხდება ბუტერბროდს, როლებს, სუშს და სალათებს.

ხოლო თუ ცოტათი დავატკბობთ, მივიღებთ უგემრიელეს კრემ-ყველს დესერტებისთვის: ეკლერი, ნამცხვრები, ტორტი… ძალიან იოლი მოსამზადებელია.

ინგრედიენტი

კეფირი ან რიაჟენკა

მომზადება

1. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალი ცხიმიანობის იქნება პროდუქტი, უფრო გემრიელი გამოვა მისი საბოლოო სახე. კეფირით გამოდის ქათქათა თეთრი ფერის კრემ-ყველი, ხოლო რიაჟენკათი კი – უფრო კრემისფერი. მომზადებამდე კეფირი ან რიაჟენკა წინასწარ უნდა გაყინოთ. ამისთვის ის მოათავსეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით საყინულეში.

2. გამოიღეთ გაყინული პროდუქტი, გახსენით და შიგთავსი მოათავსეთ საწურზე, რომელსაც დაფენილი აქვს მარლა ან სუფთა ბამბის ქსოვილი. საწური კი მოათავსეთ ჭურჭელში, რომელშიც ჩაედინება მდნარი შრატი.

თუ გსურთ პროცესის დაჩქარება, საწურს ზემოდან შეგიძლიათ დაადოთ სიმძიმე. მის გარეშე სრული დნობისთვის 10-12 საათი დაგჭირდებათ.

3. ერთი პაკეტი კეფირის ან რიაჟენკასგან (500 მლ) გამოდის 100-150 გ ჰაეროვანი ყველი.

4. მომზადების ამ ეტაპზე შეგიძლიათ კრემ-ყველის გემოს ცვლილება სურვილის მიხედვით. მაგალითად, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა, სვანური მარილი, პაპრიკა, ბეკონი და ა. შ. ხოლო ტბილი კერძებისთვის – შაქრის პუდრა. საბოლოოდ კრემ-ყველი გადაიტანეთ პლასტიკურ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

როგორც ხედავთ, რთული არაფერი არ არის. მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კეფირის ან რიაჟენკას შრატთან ერთად გამოდის სიმჟავე და რჩება მხოლოდ სუფთა ნაღების გემო.

გემრიელად მიირთვით, გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს და კომენტარებში თქვენი აზრებიც მოგვახსენეთ!