მთავარი ასტროლოგია რომელი ფერი მოუტანს წარმატებას 2021 წელს ზოდიაქოს ნიშნებს

რომელი ფერი მოუტანს წარმატებას 2021 წელს ზოდიაქოს ნიშნებს

by Keti

ფერები ამ სამყაროს უფრო ლამაზს და ამაღელვებელს ხდის. ყველას ჩვენი ფავორიტი ფერი გვაქვს, რომლებსაც ყველაზე მეტად ვიხდენთ და ჩვენი მაიდენტიფიცირებელი ნიშანიც არის. ვნახოთ ფერების დანიშნულება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მიხედვით.

ჩვენ დღეს გეტყვით, თუ რომელი იქნება ყოველი ნიშნის იღბლიანი ფერი 2021 წლისთვის.

ვერძის იღბლიანი ფერი

ვერძის პლანეტა მარსია, თავად კი ცეცხლის ნიშანი. მისი გამორჩეული და წარმატების მომტანი ფერი ი წითელია – აგრესიის, ენერგიის, მოძრაობისა და სისუფთავის ფერი.

კუროს იღბლიანი ფერი

კუროს ვენერა მართავს და დედამიწის წარმომადგენელია. ამ ნიშნის ფერი არის ვარდისფერი და თეთრი – 2021 წელს ამ ფერთა იმედი გქონდეთ.

ტყუპების იღბლიანი ფერი

წარმატებისთვის ტყუპებს უნდა სწამდეთ ყვითლისა და მწვანე ფერის. მერკურის მფარველობის ქვეშ მყოფი ნიშანი იდეალურ შედეგებს დადებს ამ ფერებთან ,,თანამშრომლობის” შემთხვევაში.

კიბოს იღბლიანი ფერი

ნებისმიერი კიბოსთვის საუკეთესო ფერია თეთრი, ვერცხლისფერი, წითელი და ლიმონისფერი. 2021 წელს მთვარე თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ ნიშანს ამ ფერებით უგზავნის სიყვარულს.

ლომის იღბლიანი ფერი

ლომი მომავალ წელს ირჩევს ნარინჯისფერს, ოქროსფერს და წითელს, ეს მისთვის წარმატებისა და მიმზიდველობის ფერი იქნება.

ქალწულის იღბლიანი ფერი

ლურჯი, მწვანე, თეთრი და ღია ყვითელი ქალწულს მომავალ წელს დიდ წარმატებებს მოუტანს, მერკური ამაზე პასუხს აგებს.

სასწორის იღბლიანი ფერი

სასწორისთვის იდეალური იქნება ნარინჯისფერისა და თეთრის არჩევა. ვენერა ამ ორ ფერზე აკეთებ არჩევანს.

მორიელის იღბლიანი ფერი

თეთრი, წითელი, შოკოლადისფერი და ნარინჯისფერი მორიელისთვის იღბლიანი იქნება. მარსი ამ ფერებს ირჩევს, რათა წინაღობები თავიდან აირიდოს.

მშვილდოსანის იღბლიანი ფერი

მშვილდოსანს მუქი ყვითელი მოუტანს წარმატებას, იუპიტერი თვლის, რომ ეს საბედისწერო ფერია. ასეთივე მნიშვნელობა აქვს მწვანეს და კრემისფერს. ერიდეთ ლურჯს.

თხის რქას იღბლიანი ფერი

წარმატებისთვის აირჩიეთ შავი ან მეწამული ფერები. მუქი ყავისფერი და მუქი მწვანე ასევე იღბლიანი ფერები იქნება თხის რქისთვის. სატურნი ამ ფერების არჩევას დაგიფასებთ.

მერწყულის იღბლიანი ფერი

მერწყულისთვის ცისფერი და მეწამული 2021 წელს იდეალური ფერები იქნება. სატურნი ასევე სწყალობს თეთრს და სხვა ღია ფერებს, თუმცა დიდად არ უყვარს მუქი ლურჯი და მწვანე.

თევზების იღბლიანი ფერი

2021 წელს თევზები ყვითელსა და ნარინჯისფერს არჩევენ, რათა საუკეთესო შედეგები მიიღონ. იუპიტერი ამ ორ ფერს სწყალობს და მომავალ წელს მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

თქვენი საყვარელი ფერი რომელია? დაემთხვა პლანეტების გადაწყვეტილება თქვენს გემოვნებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: