მთავარი ურთიერთობები დღევანდელი დღე ბოლო რომ იყოს თქვენს ცხოვრებაში, რას ინანებდით ყველაზე მეტად?

დღევანდელი დღე ბოლო რომ იყოს თქვენს ცხოვრებაში, რას ინანებდით ყველაზე მეტად?

by guramus

ავსტრიელმა მედდამ, რომელიც დიდი ხანია საავადმყოფოში მუშაობს, გადაწყვიტა ჩაეწერა რას ნანობენ მომაკვდავი ადამიანები ყველაზე მეტად. “მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი” – ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობენ მოხუცები, რომლებიც მალე მიაბარებენ სულ უფალს.

ბრონი ვერი – მედდა, რომელიც ავსტრალიის ეროვნული საავადმყოფოს პალიატიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა და მომაკვდავ პაციენტებზე ზრუნავდა, თავის ბლოგში (Inspiration and Chai) სისტემატიურად წერდა მათ უკანასკნელ სინანულზე. ბლოგი იმდენად წარმატებული გახდა, რომ ვერიმ გადაწყვიტა წიგნი გამოეცა სახელად The Top Five Regrets of the Dying – მომაკვდავთა ხუთი მთავარი სინანული.

მედდის თქმით, სიკვდილის წინ ყველას ეხსნება ცნობიერება, აანალიზებს თავის განვლილ გზას და უჩნდება სინანული. ბრონი ვერი თავის წიგნში წერს, რომ ყველა პაციენტი ერთსა და იმავეს ინანიებდა. გთავაზობთ მომაკვდავი ადამიანების 5 სინანულს:

 1. სამწუხაროა, რომ ვერ ვიყავი იმდენად მამაცი მეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით და არ მომესმინა სხვების აზრისთვის

როდესაც სიკვდილის პირას ხარ, მაშინ ხვდები რამდენი ოცნება და ჩანაფიქრი დაგრჩა, რომლის ასრულებაც ვერ შეძელი. ხშირად გავლენას გარეშე პირები ახდენენ. მათი აზრის და კრიტიკის გათვალისწინება ჩვენი ოცნებების ჩაკვლას ნიშნავს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მას საკუთარი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი და არავინ უნდა ჩაერიოს მის მიზნებსა და მოქმედებებში. ყველას აქვს არჩევანის უფლება.

 2. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდი

ბრონი ვერი ამბობს, რომ განსაკუთრებით მამაკაცები წუხდნენ ამაზე. მათი თქმით, იმდენად ბევრს მუშაობდნენ, რომ ცოლ-შვილთან ნაკლებ დროს ატარებდნენ.

ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. აუცილებელია დავიცვათ ბალანსი. გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან. იზრუნეთ მათზე, იქნებ ხვალ აღარც გვქონდეს ამის საშუალება.

 3. სამწუხაროა, რომ არ ვიყავი სათანადოდ მამაცი, გამომეხატა საკუთარი გრძნობები

გიყვარს? – უთხარი, თორემ მთელი ცხოვრება დაიტანჯები. ყოველთვის გექნება გულში შეგრძნება, რა მოხდებოდა, რომ გაგერისკა, ყოფილიყავი სათანადოდ მამაცი. იქნებ შენი ცხორება ერთ წამში შეცვლილიყო?! ჯობს გარისკო და დაინახო რა მოხდება, ვიდრე არ გარისკო და მთელი ცხოვრება იმაზე იფიქრო, რა მოხდებოდა, რომ გაგერისკა.

 4. სამწუხაროა, რომ მეგობრებთან ცოტა დროს ვატარებდი

სიკვდილის პირას მყოფ ყველა ადამიანს ენატრება თავისი მეგობრები. ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ მეგობრობის ფასს. ისინი იმდენად არიან ჩართულნი ყოველდღიურ ყოფით პრობლემებში, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებენ ნამდვილ მეგობრებთან. თუმცა სიკვდილის პირას ყველა ნანობს, რომ ნამდვილი მეგობარი დიდი ხნის წინ, თავისი გაუაზრებელი მოქმედებებით დაკარგა.

 5. ნეტა საკუთარი თავისთვის მიმეცა ბედნიერების უფლება

მომაკვდავი ადამიანები ნანობენ, რომ ვერ შეძლეს გამხდარიყვნენ ბედნიერები. უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანი აღიარებდა, რომ თურმე მთელი ცხოვრება არ ესმოდათ რა არის ნამდვილი ბედნიერება. ბედნიერება ხომ არჩევანის საკითხია. ისინი მთელი ცხოვრება იცავდნენ ძველ წესებს, არ სურდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ეშინოდათ ცვლილებების და აიძულებდნენ საკუტარ თავს ეცრუათ ყველას წინაშე. საჯაროდ არ აღიარებდნენ, რომ უბედურები იყვნენ, გულის სიღრმეში კი ძალიან უნდოდათ ყოფილიყვნენ თამამები, გამბედავები, გაენგრიათ სტერეოტიპები, გადაელახათ სირთულეები და გაეკეთებინათ ის, რის გაკეთებასაც ვერავინ ბედავდა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: