მთავარი კულინარია ყველიანი ბლინები ლავაშისგან

ყველიანი ბლინები ლავაშისგან

by Keti

ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს მსუბუქი კერძის საყვარელი რეცეპტი, რომლის აუცილებელი პირობა სწრაფად მომზადებაა. როცა დრო ნაკლებად გვაქვს ან უბრალოდ გვეზარება რაიმე სერიოზულის მომზადება, მივმართავთ ნახევარფაბრიკატებს. თუმცა ნაყიდი პროდუქტებით დიდხანს თავის შექცევა აღარ მოგიწევთ. ჩვენ დღეს გთავაზობთ ყველიანი ბლინების რეცეპტს, რომლის მომზადება ლავაშისგანაც არის შესაძლებელი და იდეალური კერძია ფურშეტისთვის.

ოქროსფერი, ხრაშუნა და არომატული შიგთავსის მქონე ბლინები გულგრილს არავის დატოვებს. ისინი მოუხდება საუზმესაც და ვახშამსაც, იდეალურია წვნიანთან მისაყოლებლად და ცალკე მისართმევადაც. აუცილებლად სცადეთ მომზადება!

ინგრედიენტები

  • ლავაში გემოვნებით
  • 200 გ ხაჭო
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 2 ცალი კვერცხი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1. შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ ყველი სახეხზე, აურიეთ ხაჭოსთან ერთად და დაამატეთ ერთი კვერცხი. კარგად აურიეთ მასა და დააყარეთ მარილი გემოვნების მიხედვით.

2. დაჭერით ლავაშები მართკუთხედის ფორმებად.

3. ლავაშის ყოველი ლისტი გაავსეთ შიგთავსით და შეახვიეთ ისინი რულეტისებურად.

4. კარგად გააცხელეთ ტაფა და შეწვით რულეტები ზეთში.

მაღალ ტემპერატურაზე ხაჭო და ყველი ერთმანეთს ერევა და იღებს მოცარელას კონსისტენციას. ამ სახის შიგთავსი ლავაშის მირთმევის დროს ლამაზად და ეფექტურად იწელება. დაამატეთ ბლინებს მწვანილი ან ნიორი გემოვნებით და სურვილით. კერძს ძალიან უხდება სოუსები და ტყემალი. გემრიელად მიირთვით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: