მთავარი ასტროლოგია საუკეთესო პერიოდი ქორწინებისთვის – ასტროლოგიური რჩევები

საუკეთესო პერიოდი ქორწინებისთვის – ასტროლოგიური რჩევები

by guramus

ასტროლოგები გამოყოფენ პერიოდებს, როდესაც ყველაზე სასურველია ქორწინება. წელიწადში ორი ასეთი პერიოდია: აპრილი-მაისი და, უფრო უკეთესი, სექტემბერი – ოქტომბერი. წელიწადის ამ დროს მზე კუროს ნიშნიდან სასწორის ნიშანში გადადის. ორივე მათგანი პლანეტა ვენერას მიერ იმართება. ეს დრო სწორედ, რომ სიყვარულისა და ოჯახური კავშირების დროა.

ქორწინების დღის ჩანიშვნისას ასევე უნდა შევამოწმოთ თუ სად იმყოფება მთვარე. თუ იგი სასწორიდან კუროში გადადის, ეს საუკეთესო დროა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მთვარე სწრაფად მოძრაობს და ერთ ნიშანში მხოლოდ 2,5 დღე რჩება.

მოერიდეთ ისეთ დროს, როდესაც მთვარე მორიელიდან თხის რქაში გადადის. ეს კარგი დროა ბიზნეს გარიგებისთვის და არა ქორწინებისთვის.