მთავარი ტესტები რა შეიძლება გვითხრას ჩვეულებრივმა ჭიქამ ჩვენს ხასიათზე?

რა შეიძლება გვითხრას ჩვეულებრივმა ჭიქამ ჩვენს ხასიათზე?

by Keti

დილით, პროდუქტიული დღის დაწყებამდე ჭიქა ჩაის ან ყავის დალევა სასარგებლო ჩვევაა. ამ ჩვევის წყალობით კი ჩვენ შეგვიძლია ადამიანის ხასიათის დადგენაც გასწავლოთ.

მაშ ასე, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული აღწერები და დააფიქსირეთ, როგორ გიჭირავთ ჭიქა თქვენ. ერთი რომელიმე დახასიათება ზუსტად თქვენთვის არის დაწერილი, ამიტომ იყავით ყურადღებით!

ხასიათის ტესტი

1. გამოწეული თითი

ჭიქის ამგვარად ჭერა მიანიშნებს საკუთარ თავში დარწმუნებულ ხასიათზე, ის არასდროს მიდის კომპრომისზე და მუდამ იცის, რა სურს. ზოგჯერ სიჯიუტე ხელს უშლის მიზნების მიღწევაში.

ასეთი ხასიათის ადამიანები კარგი უფროსები არიან, არ ეშინიათ ინიციატივის გამოჩენის და სტრესულ სიტუაციებში მოხვედრის.

2. ჭიქის ორი ხელით ჭერა

მათზე ამბობენ: ,,ადამიანი დიდი გულით.” იციან მოსმენა და გაგება. ხასიათის ამ ტიპს ხშირად უწევს რაღაცების დათმობა და სხვების პრობლემების ახლოს მიტანა.

ასეთი ადამიანი არ გიღალატებთ და მუდმივად დაგეხმარებათ ყველანაირ სიტუაციაში. ეს მგრძნობიარე სულია.

3. ჭიქის სახელური უჭირავს შეკრული მუშტით

პრაგმატული და მშვიდი – ეს აღწერა მშვენივრად ახასიათებს ამ ადამიანებს. ანალიზის უნარი და ფიქრი ნაბიჯის გადადგმამდე – საჭირო და სასარგებლო ჩვევებია, რომლებიც სულ გამოადგებათ.

თუმცა ზოგჯერ რაღაცები იცვლება. ამ ტიპის ადამიანს ხშირად სჩვევია ემოციების შიგნით დატოვება და საკუთარ თავთან დიალოგი, რაც სტრესულ სიტუაციებს უფრო ურთულებს.

4. ჭიქა უჭირავს მთელი ხელით

ფრთხილი და წინდახედული – შეუძლია წინასწარ მოიმარაგოს საჭირო ნივთები, რაც იმ მომენტში საერთოდ არ სჭირდება. ამ ადამიანებს უყვართ უსაფრთხოება და მშვიდად ყოფნა, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებენ.

ამაში ცუდი არაფერია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, თუმცა გარშემომყოფებს ხშირად ეცინებათ მსგავს ქცევებზე და ობსესიურად თვლიან მათ.

5. ორი ხელით ჭერა – ერთი ხელი სახელურზე, მეორე – ქვემოთ.

შთამბეჭდავი და დაუცველი ტიპის ხასიათი, მას სულ სჭირდება ახლო ადამიანები და არამხოლოდ ნათესავები – მეგობრებიც და კარგი ნაცნობებიც. ბევრ დროს ატარებს ერთსა და იმავე ადგილებში და განიცდის ბევრ ნოსტალგიას.

ეს ადამიანები საიმედო მეგობრები არიან, მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება.

6. სახელურის ნაწილის დაფიქსირება ერთი ხელით

ცხოვრებასთან მსუბუქი დამოკიდებულება აქვს, არ იღლება ზედმეტი ფიქრებით და პრობლემებით. გამოირჩევა არასტანდარტული ხედვებით და აქვს პრაქტიკული წარმოდგენა ცხოვრებაზე. თუმცა ხშირად მარტივი რაღაცები ავიწყდება.

სამაგიეროდ, პასუხისმგებლიანია და მოვალეობებს მუდამ პირნათლად ასრულებს.

ახლა უკვე იცით, რას გამოხატავს თქვენი ჭიქის ჭერის სტილი. ცხადია, სტატია არ ემსახურება რომელიმე ტიპის განსჯას, ეს მხოლოდ მათი მიახლოებული აღწერებია.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: