ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საჭმელი, რომელიც ეცხლზე მზადდება, განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის. ამის სახლის პირობებში გამეორება კი საკმაოდ რთულია. მაგალითად, ცეცხლზე შემწვარი მწვადი, თინდაც მარინადის გარეშე, ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე დამარინადებული და ტაფაზე მომზადებული. ამის კიდევ ერთი დასტური – შემწვარი მაკარონებია.
სომხური შემწვარი მაკარონები – ერთ-ერთია იმ საკვებიდან, რომელიც ქვაბით უნდა მომზადდეს ბუნებაში. ძალიან უხდება ნიორი და ხახვი. დღეს ჩვენ მის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ მაკარონი
- 3 ცალი სტაფილო
- 6 ცალი კვერცხი
- ერთი კგ საქონლის ხორცი
- 4 ცალი ხახვი
- ერთი ჭიქა ზეთი
- პილპილი გემოვნებით
- ძირა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- საქონლის ხორცის ნაჭერი მოხარშეთ მარილწყალში, შემდეგ გააციეთ და გააშრეთ. გაფცქვენით ბოსტნეული და გარეცხეთ. ხახვი კი დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- სტაფილო გახეხეთ სახეხზე, ზეთი გააცხელეთ ქვაბში. მასში მოთუშეთ ხახვი და რამდენმე წუთის გასვლის შემდეგ ქვაბს დაამატეთ სტაფილოც.
- საქონლის ხორცი დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ ისინიც ქვაბში. დაამატეთ სპეციები გემოვნების მიხედვით. ძირა სულ რამდენიმე მწიკვი დასჭირდება, ხოლო მარილი და პილპილი – გემოვნების ამბავია.
- შეწვით ხორცი 5-7 წუთის მანძილზე. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბის შიგთავსი ცალკე ჭურჭელში. ქვაბს დაამატეთ კიდევ ცოტა ზეთი და ჩაყარეთ მასში მაკარონები.
5. მაკარონები უნდა მოამზადოთ 10 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ, სანამ ყავისფერი გახდება. შემდეგ გადაიტანეთ ის ხორცთან რთად. აურიეთ კარგად. ქვაბში ჩაასხით წყალი და ისევ აურიეთ ინგრედიენტები.
6. ხარშეთ კერში თავდახურულში 10-15 წუთით, ამასობაში წყალი ამოშრება. შემდეგ შეურიეთ ნარევს კვერცხი და გადაიტანეთ ქვაბში. აურიეთ ისევ.
7. დააფარეთ ქვაბს თავსახური კვლავ 2 წუთით. როცა კვერცხიც შეიცვლის ფორმას, კერძი მზად იქნება. გადაიტანეთ სომხურად შემწვარი მაკარონები ქვაბიდან პირდაპირ თეფშზე და გემრიელად მიირთვით!
ამ კერძს უმეტესად ბუნებაში ამზადებენ და მწვანის მშვენიერი ალტერნატივაა. ის გამოდის ძალიან ნოყიერი და გემრიელი, ამიტომ აუცილებლად უნდა სცადოთ ბუნებაში გასვლისას მისი მომზადება. გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!