მთავარი საკითხავი საბჭოთა ქალების საყვარელი პარფიუმები, რომელთა გამოც ისინი გრძელ რიგებში იდგნენ და არც დრო ენანებოდათ, არც ფული…

საბჭოთა ქალების საყვარელი პარფიუმები, რომელთა გამოც ისინი გრძელ რიგებში იდგნენ და არც დრო ენანებოდათ, არც ფული…

by Keti

საბჭოთა კავშირში არსებული დეფიციტი გოგონებს ხელს არ უშლიდა ყოფილიყვნენ მომხიბვლელები, მოდურები და მოვლილები. ისინი თავისი ხელით ქმნიდნენ ჩასაცმელს, ყიდულობდნენ იმპორტულ ნივთებს, ფეხსაცმელს და, რაც მთავარია, სუნამოებს. უცხოური პარფიუმები იშვიათი და ნანატრი ხილი იყო. ფასიც საკმაოდ მაღალი ჰქონდა. მაგრამ მათ შესაძენად მაინც უზარმაზარი რიგები იდგა, ვინაიდან ეს არომატები ყველასგან გამორჩეული იყო.

დღეს ჩვენ მოგიყვებით თუ რომელი პარფიუმები იყო ყველაზე ძვირფასი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქალბატონებისთვის.

ყველაზე პოპულარული სუნამოები

Climat Lancome

ეს ფლაკონი საბჭოთა ქალების ნამდვილი ფრანგული ოცნება იყო. იმ დროს ის კოლოსალური თანხა ღირდა – 45 რუბლი, საშუალოსტატისტიკური ანაზღაურება კი 100 რუბლს შეადგენდა. ცხადია, მისი შეძენა მხოლოდ შეძლებულების ფუფუნება იყო. სუნამოს შემადგენლობაში შედიოდა ბერგამოტი, ატამი, ვარდები, ია, ჟასმინი, შროშანი და ნარცისი.

Magie Noire Lancome

ამ არომატმა დღის სინათლე იმავე პერიოდში იხილა, როცა Climat Lancome-მა. მას ისეთივე მასშტაბური აღიარება არ მოუპოვებია, რადგან ბევრის გემოვნებაში არ ჯდებოდა. სუნამოში შედიოდა ციტრუსის, თაფლის, ჟასმინის, ბერგამოტისა და სუნელების არომატები.

Diorissimo Christian Dior

დიორის სუნამო გულგრილს არავის ტოვებდა. ეს ფლაკონი, თავად დიორის თქმით, სიახლისა და სისუფთავის სიმბოლოა.

Estee Estee Lauder

პარფიუმი გამოირჩეოდა ვარდების, ხავსების, შროშანებისა და ჟასმინის არომატით. ის იყო თან ტკბილი და თან სასიამოვნოდ გრილი. სუნამოს არომატი ტანსაცმელზე მისი გარეცხვის შემდეგაც რჩებოდა.

Opium Yves Saint Laurent

80იანი წლების ფავორიტი სუნამო. მასში შერეული იყო ციტრუსის, სანელებლებისა და ყვავილების არომატი. მის შესაძენად გრძელ რიგებში უწევდათ დგომა.

J’ai Ose Guy Laroche

ელეგანტური პარფიუმი, რომელიც ყვავილების არომატით იყო სავსე. მას განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ინახავდნენ.

Fidji Guy Laroche

სუნამოს ყვავილების არომატი ქალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ის ყველაზე გაყიდვადი ფლაკონი იყო მსოფლიოშიც და საბჭოთა კავშირშიც. ფლაკონს ავსებდა გალბანუმის, ვარდების, ლიმონის, იების, სუმბულის, ბერგამოტის, ირისისა და მიხაკის არომატები.

კარგია იმის ცოდნა, თუ რა მოსწონდა ჩვენს წინა თაობას ჯერ კიდევ 40 წლის წინ. ამ პარფიუმების შეძენა დღესაც შეიძლება, თუმცა ზოგის მოძიება შედარებით რთული საქმეა.

ხომ არ გეცნოთ რომელიმე მათგანი? იქნებ ბებიისგან ან დედისგან გადმოცემით იცოდით მათ შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები!