მთავარი კულინარია ქათმის “ტუშონკა” – ჩაიწერეთ რეცეპტი

ქათმის “ტუშონკა” – ჩაიწერეთ რეცეპტი

by Keti

ქათმის მოშუშული ხორცი ეს სწრაფად მოსამზადებელი და კვებითი სადილის ყველაზე წარმატებული გადაწყვეტაა. ხორცის სხვა სახეობებს შორის, ფრინველის კერძი ყველაზე დიეტურად და სასარგებლოდ ითვლება. ამის გამო, ეს რეცეპტი თქვენთვის გამორჩეული გახდება და ოჯახის ყველა წევრს ძალიან მოეწონება.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ქათმის ხორცის მომზადების გაცილებით უნივერსალურ მეთოდს.

ქათმის მოშუშული ხორცი

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი მთლიანი ქათამი
  • მარილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი
  • შავი სურნელოვანი პილპილი
  • წყალი

მომზადება

1. ქათმის ხორცი გააცალკევეთ ძვლებისგან, შემდეგ ქვაბში ჩააწყვეთ ყველა ძვალი – ფრთებისა და ფეხების ქვედა ნაწილები და ქათმის ძვლები. ყველაფერს დაასხით წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.

2. შემდეგ გაასტერილეთ ნახევარლიტრიანი ქილები და მათი სახურავებიც. გააშრეთ ისინი ბოლომდე. ყოველ ქილაში ჩადეთ ერთი დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის რამდენიმე მარცვალი და შეავსეთ ხორცით ნახევრამდე. შემდეგ თითოეულ ქილაში ჩაამატეთ ცოტა მარილი და დაფქული პილპილი. ქილები ბოლომდე შეავსეთ ხორცით.

3. დააფარეთ ქილებს ხუფები. აიღეთ ფართო ქვაბი და ჩააფინეთ მასში სქელი ჩაის ტილო. ჩაალაგეთ ქილები და შეავსეთ ისინი წყლით ყელის ნაწილამდე. ქილებით სავსე ქვაბი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და დაიცადეთ 5 საათი. პერიოდულად ჩახედეთ წყლის დონეს ქვაბში და საჭიროების მიხედვით შეავსეთ ხოლმე.

4. მას შემდეგ, რაც ხორცი მოიშუშება, ქილებში ჩაამატეთ ძვლებისგან მომზადებული ბულიონი და მოხუფეთ ისინი კარგად.

5. ამის შემდეგ მზა კონსერვებს შემოახვიეთ თბილი პლედი და დააყოვნეთ ასე სრულ გაციებამდე. პროდუქტი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, უმჯობესი იქნება, თუკი მაშინვე შედგამთ მაცივარში.

გარწმუნებთ, რომ ასეთი ნაზი და გემრიელი ხორცი აქამდე არ გექნებათ გასინჯული. ქათმის ჩაშუშული ხორცი ძალიან უხდება კარტოფილისა და მაკარონის კერძებს.

სულმოუთქმელად ველით თქვენს კომენტარებს და მიღებული შედეგების გაზიარებას კომენტარებში! გემრიელად მიირთვით და გაუზიარე ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: