მთავარი ჯანმრთელობა 4 ცვლილება, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუკი ყოველდღე შეჭამთ ნუშს

4 ცვლილება, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუკი ყოველდღე შეჭამთ ნუშს

by Keti

ნუშის ჭამას მართლაც შეუძლია თქვენი გადარჩენა. კვლევის თანახმად, ამერიკული გულის ასოციაციამ აღმოაჩინა, რომ თხილეულის ნაკლებად მიღება, ზრდის კარდიოვარსკვლავური დაავადებების განვითარების რისკს. თხილში კი ნუში ყველასგან გამოირჩევა – პირველ რიგში გემოთი, მეორე რიგში კი სასარგებლო თვისებებით.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ 4 მოსალოდნელ ცვლილებას, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუკი ყოველდღე მიირთმევთ ნუშს.

ამცირებს აკნეს

კვლევის მიხედვით, აკნეს მქონე პაციენტებს სისხლში E ვიტამინის 9%იანი დეფიციტი ჰქინდათ. ნუშის ჭამა გრძელვადიანად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ის სავსეა E ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და იმეგა 3 ცხიმოვანი მჟავით.

გვეხმარება დიაბეტის მკურნალობაში

ამ კვლევამ აჩვენა, რომ მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები ფიზიკურად უმჯობესდებიან ნუშის ყოველდღიური მიღების შემდეგ. მან ეწმინდებათ არტერიები და უმცირდებათ ,,ცუდი ქოლესტერინი”, ასევე მცირდება სისხლში შაქრის დონე.

კარგი დამხმარეა მშობიარობის შემდგომ პერიოდში

ინდოეთს ნუშის ჭამის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. იქაურ აიურვედის დიეტაში ნუში მთავარი საკვებია და მას ქალებსაც ურჩევენ პოსტსამშობიარო პერიოდში.

ბავშვი ხდება უფრო ჭკვიანი

ნუში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ეს კი ორსულობისას ნაყოფზეც ვრცელდება. ესპანელი მეცნიერების მიერ 2,208 ორსული ქალის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღე 74 გ ნუშიც ჭამა ნაყოფის ტვინზე დადებითად იმოქმედებს. ბავშვები 1,5 წლიდან 8 წლის ასაკში შეამოწმეს და მათი IQ ძალიან მაღალი იყო.

ბონუსი: უმი, ჩამბალი თუ მოხალული ნუში?

აიურვედას მიხედვით, უმი და მოხალული ნუში ერთი და იმავე კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და ერთნაირად სასარგებლოა. მეორეს მხრივ, ღამით ნუშის ჩალბობა და დილით ქერქის მოცლა ამცირებს ტანინის დონეს ამ თხილში.

თუ ნუშს რეგულარულად მიირთმევთ, ესე იგი, იცნობთ მის დადებით მხარეებს. მშვენიერია, ასე განაგრძეთ! სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!