მთავარი ჯანმრთელობა რატომ უნდა დავლიოთ რძე დაძინების წინ

რატომ უნდა დავლიოთ რძე დაძინების წინ

by Keti

რძე მკვებავი ნივთიერებების დიდებული წყაროა, ის სასარგებლოა ძვლებისთვია და განსაკუთრებით კარგი იქნება, თუკი მას ძილის წინ დალევთ. მაგალითად, რძე დაგეხმარებათ უფრო სწრაფად ჩაძინებაში, თან ისე, რომ შუაღამით არ გამოგეღვიძოთ და ასევე დააჩქარებს წონის კლებას.

დღეს გაგიზიარებთ თუ რა დადებითი მხარეები აქვს რძის დალევას ძილის წინ.

რძეში შემავალი სტრუქტურები აუმჯობესებს ძილის ხარისხს

ჩატარდა რამდენიმე კვლევა ადამიანებსა და ცხოველებზე, რომლის შედეგადაც დადასტურდა რძის დადებითი გავლენა ძილზე. რძე შეიცავს ტრიფტოფანს და მელატონინს, ეს ნივთიერებები კი გვეხმარება მარტივად ჩაძინებაში. ტრიფტოფანი მნიშვნელოვნად განაპირობებს სეროტონინის წარმოებას, ეს უკანასკნელი აუმჯობესებს განწყობას და გვეხმარება მოდუნებაში. მელატონინი კი არეგულირებს ცირკადულ რიტმს და გვამზადებს ძილისთვის.

რძე ცილის კარგი წყაროა

თუ საღამოს ჭამა გამოტოვეთ, შესაძლოა ძილი დაგერღვეთ. ამის თავიდან ასაცილებლად, სცადეთ რძის დალევა, ის შეაჩერებს შიმშილისგან გამოწვეულ მუცლის გვრემას.

არსებობს ძილის წინ რძის დალევის ფსიქოლოგიური ასპექტებიც

ღამით რძის დალევა თუ გექცათ ერთგვარ რიტუალად, ეს უკვე ფსიქოლოგიურადაც დაგეხმარებათ მოდუნებაში. სხვა თეორიის თანახმად, ძილის წინ თბილი რძის დალევა გვახსენებს ბავშვობას, რაც თბილი განწყობის მომტანია და მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

დაგეხმარებათ წონის კლებაში

წონის კლება რძის ღამე დალევის ერთ-ერთი კარგი შედეგია, რადგან რძე საღამოს ხემსის კარგი ალტერნატივაა. რძის წყალობით არ მოგვიწევს არასაჭირო საკვების მიღება, რაც ხელს უწყობს წონის მატებას.

ზრდის კუნთების მასას

რძე შეიცავს ცილებს, სახელად კაზეინს და შრატს. რამდენიმე კვლევის თანახმად, კაზეინისა და შრატის ცილის მიღება კუნთებში ზრდის ცილის სინთეზს.

გაფრთხილება: გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ლაქტოზის მიუღებლობა და არ იცოდეთ ეს. თუ რძის დალევის შემდეგ გეწყებათ შებერილობა, გაზები და სპაზმები, ესე იგი, ეს სათქვენო პროდუქტი არ არის.

თქვენ თუ სვამთ რძეს ძილის წინ? ცივი გირჩევნიათ თუ თბილი? გეხმარებათ ჩაძინებაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: