მთავარი ჯანმრთელობა რა ემართება ორგანიზმს, როცა ხშირად მივირთმევთ ცხარე საკვებს. 9 დადებითი და უარყოფითი ასპექტები

რა ემართება ორგანიზმს, როცა ხშირად მივირთმევთ ცხარე საკვებს. 9 დადებითი და უარყოფითი ასპექტები

by Keti

ზოგი საკვები იმდენად ცხარეა, რომ მზარეულებს მათი მომზადების დროს გაზის ნიღბის ტარება უწევთ თვალების დასაცავად. ცხარე საკვების ჭამას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა ბევრმა არ იცის ამის პოზიტიური და ნეგატიური ეფექტების შესახებ.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ, თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში, როცა ცხარე საკვებს მივირთმევთ.

1. შესაძლოა დაიკლოთ წონაში

ცხარე საკვების მირთმევა კარგი საშუალებაა ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. ვარჯიშს და სწორ კვებას ვერაფერი ჩაანაცვლებს, თუმცა წიწაკაში შემავალი კაპსინოიდებიც არ არის ურიგო მეთოდი. ეს უკანასკნელი ზრდის ენერგიას და ამცირებს სხეულის ცხიმს.

2. გახდებით უფრო ამტანი ტკივილის მიმართ.

ამის დაჯერება რთულია, რადგან ცხარე საკვები თავად ტკენს ბევრ ადამიანს. თუმცა სპეციალისტების რჩევით, კაპსაიცინი ტვინში ააქტიურებს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც პასუხს აგებს ტკივილის შეგრძნებაზე, შედეგად ტვინი სწავლობს ტკივილის დაიგნორებას.

3. გაუმჯობესდება იმუნური სისტემა

ცხელი საკვების მირთმევის შედეგად სხეულში იზრდება ანტიოქსიდანტების რიცხვი. ეს განსაკუთრებით კარგია გაციების სეზონზე. ცივ ამინდებში წიწაკა ჩილი მშვენიერი საშუალებაა ვირუსებთან საბრძოლველად.

4. იზრდება სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი

ამ კვლევამ აჩვენა, რომ ვინც ცხარე საკვებს თითქმის ყოველდღიურად იღებდა, 14%ით შეუმცირდათ სიკვდილიანობის ზღვარი. თუმცა მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ცხარე საკვების სიყვარული იმ ადამიანებს ვერ დაეხმარებათ, ვინც ცხოვრების არაჯანსაღი წესით ცხოვრობს.

5. შემცირდება ტკბილის მიღების სურვილი

საიდუმლო აღარ არის, რომ შაქარი ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა მასზე უარის თქმა კვლავ რთულია. ექსპერტების თქმით, მენიუში ცხარე საკვების დამატება ამცირებს შაქრის მოთხოვნილებას.

6. გვტკენს ენას

ენა პირველი ორგანოა, რომელიც ცხარე საკვების ნეგატიურ შედეგებს შეეჩეხება. ენაზე ჩნდება წვის შეგრძნება და ეს ზოგჯერ მხოლოდ შეგრძნება არ არის და ენა მართლაც გვეწვის. ამის შემდეგ რთული ხდება გემოების გარჩევა, თუმცა ეს დროებითია, გემოს რეცეპტორები კვლავ აღდგება.

7. ზოგჯერ იწვევს ალერგიულ რეაქციებს

ზოგი ადამიანი ცხარეს მირთმევის შემდეგ გრძნობს, რომ მეორე დღეს სახე უსივდება. ეს ძირითადად ალერგიის გამოა, თუმცა ადამიანთა ნაწილისთვის შესიება ბუნებრივი რეაქციაც არის. მიზეზის დასადგენად ჯობს ეწვიოთ ექიმს.

8. შესაძლოა გაუარესდეს მუცლის პრობლემები

თუ მგრძნობიარე მუცელი გაქვთ, ცხარე საკვების მირთმევა ცუდი იდეაა. შესაძლოა დაგემართოთ დიარეა, ან კაპსაიცინმა უბრალოდ კუჭი გაგვიღიზიანოს. ამას გარდა, ცხარე საკვები ხშირად იწვევს დროებით გასტრიტს, ხოლო თუ ისედაც გაწუხებთ მუცელი, ეს პრობლემა გაუარესდება.

9. იწვევს გულძმარვას

წიწაკა მჟავების კომბინაციაა და მათი ჭარბად მიღება იწვევს ან ზრდის გულძმარვის პრობლემას. მდგომარეობა ზოგჯერ უარესდება და გადადის ქრონიკულში ან გრძელვადიანში. თუ გულძმარვა შეგაწუხებთ, სცადეთ რძის დალევა ან ნაყინის ჭამა.

თქვენ გიყვართ ცხარე საკვები? რას ფიქრობთ, თქვენთვის დადებითი ფაქტორები გადაწონის თუ უარყოფითი? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულებები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: