მთავარი ტესტები სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად? ეს თქვენს პიროვნებაზე ბევრს მეტყველებს

სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად? ეს თქვენს პიროვნებაზე ბევრს მეტყველებს

by Keti

დილის რუტინა ხშირად ბანაობით იწყება. თუმცა ადამიანები აქაც განვსხვავდებით. შესაძლოა ცნობიერად არც გვქონდეს შემჩნეული, რომ დაბანას მუდამ სხეულის ერთი კონკრეტული ნაწილით ვიწყებთ. არაცნობიერად კი, ეს გადაწყვეტილება სხეულის მიერაა მიღებული და ბევრ რამეს ამბობს ჩვენს პიროვნებაზე.

გაეცანით თუ რა მნიშვნელობა აქვს სხეულის ამა თუ იმ ნაწილით ბანაობის დაწყებას ჩვენს გონებაზე.

1. თუ პირველად სახეს იბანთ

თუ პირველად სახეს უბანთ, ესე იგი, ძირითადად 5 გრძნობას მიჰყვებით – ყნოსვას, მხედველობას, გემოს, შეხებას და სმენას. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები და ყველაზე მეტად სხეულის იმ ნაწილზე ზრუნავთ, რასაც პირველად ამჩნევენ ადამიანში – ეს ნაწილი კი არის სახე.

მუდამ შფოთავთ სხვების შეხედულებაზე და ხშირად ისტრესებით და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით. ამ ადამიანებისთვის რთულია საკუთარ თავზე რაიმე უარყოფითის მოსმენა.

2. თუ პირველად მკლავებს ან ფეხებს იბანთ

თუ სულ პირველად ტერფებს იბანთ, შეგიძლიათ საკუთარ თავს უწოდოთ მოკრძალებული და მიწიერი ადამიანი. თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს. მკლავები და ფეხები ასევე ძალისა და ნებისყოფის სიმბოლოა. მათი პირველ რიგში დაბანა კი გამოხატავს, რომ არ გეშინიათ არჩევანის გაკეთების. ან რაღაც ან გიყვართ ან გეზიზღებათ. 

თუ პირველად იღლიებს იბანთ, ალბათ პოპულარული ხართ სოციალურ წრეში, ასევე სანდო და საიმედო. და არ გეშინიათ ბევრი მუშაობის.

3. თუ პირველად იბანთ ინტიმურ ადგილებს

თუ თავდაპირველად ინტიმურ ადგილებს იბანთ, ალბათ მორცხვი ადამიანი ხართ. შეგიძლიათ საკუთარ თავს ინტროვერტი უწოდოთ. დიდად არ გიზიდავთ დიდი სოციალური ჯგუფები, თუმცა ვინც კარგად გიცნობთ, თქვენზე იტყვის, რომ ყველაზე გულწრფელი ადამიანი ხართ პლანეტაზე.

4. თუ პირველად მკერდს იბანთ

ეს ალბათ იმაზე მიანიშნებს, რომ თავდაჯერებული და კომფორტული ხართ საკუთარ კანთან. გაქვთ პრაქტიკული და პირდაპირი ხასიათი. ხართ მიზანდასახული და იშვიათად იბნევით, გიყვართ დამოუკიდებლობა და ამის გამო სხვებს ძალიან მოსწონხართ.

5. თუ პირველად თავს იბანთ

ალბათ გიყვართ დისციპლინა და წესრიგი. სხეულის ყველაზე ზედა ნაწილი აღნიშნავს სიძლიერეს და მისი პირველ რიგში დაბანა გამოხატავს, რომ ყველაფერზე ჩამოყალიბებული შეხედულება გაქვთ და ხართ პრაგმატული. ასევე დროს საზღვრავთ კარგად და გიყვართ პუნქტუალურობა.

6. თუ პირველად მხრებს ან კისერს იბანთ

ამას ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანები აკეთებენ. მხრები გამოხატავს ტვირთს, რომლის მოშორებაც გსურთ, რათა ყველაფერი იდეალურად იყოს. თქვენ პოზიტიური ადამიანი ხართ და სხვებისგანაც იგივე გსურთ. ხართ შეჯიბრის მოყვარული და მუდამ გსურთ პირველობა.

7. თუ პირველად იბანთ ზურგს

ზურგი გამოხატავს არაცნობიერს. ზურგი მოიცავს ხერხემალს და ნერვულ სისტემას, რაც ტვინის ფუნქციონირებისთვის მთავარია. პირველად ზურგის დაბანა ბევრს მეტყველებს თქვენს შეკავებულ ბუნებაზე. თქვენ მუდამ ფრთხილი ხართ და ადვილად არ ენდობით ადამიანებს.

გაქვთ მოვლენების ღრმად შესწავლის ჩვევა და გადაწყვეტილებებს ფრთხილად იღებთ. მარტო ყოფნა თქვენთვის კარგი დასვენებაა.

გაფრთხილება: გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტი მხოლოდ გასართობ მიზანს ატარებს და არ არის პროფესიონალთა აზრი.

თქვენ რომელი ნაწილის დაბანას იწყებთ პირველად? შეგიძლიათ დაუკავშიროთ რომელიმე აღწერა საკუთარ თავს? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: