მარტივი და ლოგიკური ამოცანები სასიამოვნო ამოსახსნელია ნებისმიერ ასაკში. და თუ ისინი სკოლის პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ზრდასრულ ადამიანს ეს ამოცანები გონების გავარჯიშებაში ეხმარება.
დღეს ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ამოცანას. მაშ ასე, ახლა მათემატიკური წესების გახსენება დაგჭირდებათ და გაქვთ შანსი თავი შეიმოწმოთ!
ამოცანების პირობები
1. პირველი ამოცანა განკუთვნილია პატარა იაპონელი ბავშვებისთვის. თქვენ რამდენად გამოგივათ მისი სწორად ამოხსნა?
2. მეორე ამოცანის ამოსახსნელად უნდა განსაზღვროთ ძაღლის, კატისა და ბაჭიის წონა. პასუხი შეგიძლიათ გამოთვლის გარეშეც იპოვოთ, უფრო იოლი ხერხით.
3. გთავაზობთ საახალწლო ამოცანასაც. იპოვეთ მნიშვნელობები სათითაო სიმბოლოსი, რათა საბოლოო პასუხი მიიღოთ.
ამოცანების ამოხსნა
1. როგორც ჩანს, იაპონელი ბავშვები პატარა ასაკიდანვე სწავლობენ მათემატიკურ კანონზომიერებებს. თუ გავაანალიზებთ ყველა მწკრივს, მივიღებთ შემდეგ შედეგს: (3+3)x3=18; (4+4)x4=32 და ა. შ. ამიტომ ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება (10+10)x10=200.
2. თუკი ძაღლი და ბაჭია ერთად იწონის 20 კგ-ს, ხოლო ძაღლი და კატა ერთად 24 კგს-, ესე იგი კატა კურდღელზე 4 კგ-თი მძიმეა. ამიტომ ბაჭიას წონა იქნება (10-4):2=3 კგ-ს. მაშინ კატის წონა გამოდის 10-3=7კგ. ხოლო ძაღლის: 20-3=17. ცხოველების საერთო წონა კი იქნება: 10+17=27 კგ-ს
არსებობს ამ ამოცანის ბევრად მარტივად ამოხსნის ხერხიც: ჩვენ გვაქვს წყვილი ცხოველების წონები, შეგვიძლია ისინი შევკრიბოთ 10+20+24=54, ეს იქნება წყვილი ცხოველების საერთო წონა. ხოლო შემდეგ 54:2=27 კგ – მივიღებთ იმას, რასაც ამოცანა გვეკითხებოდა.
3. პირველი მაგალითიდან ჩანს, რომ თოვლის პაპა არის 12-ის ტოლი (36:3). მეორე მაგალითში ნაძვის ხე არის 8-ის ტოლი (24:3). სათამაშოს შესაბამისი ციფრი გამოდის – 1 (21-12-8). ამიტომ საბოლოო მაგალითი იქნება შემდეგი სახის: 12+3×20=72
იმედი გვაქვს, ყველა მოცემული მაგალითის სწორი ამოხსნა იპოვეთ. დაწერეთ თქვენი ვარიანტები და გაგვიზიარეთ, თუ რომელი ამოცანის ამოხსნა გაგირთულდათ ყველაზე მეტად!