მთავარი ჯანმრთელობა 8 შინაური საშუალება კბილის ტკივილის შესაჩერებლად

8 შინაური საშუალება კბილის ტკივილის შესაჩერებლად

by Keti

კბილის ტკივილი ისეთი რამეა, რაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოგვიცდია. კვლევის თანახმად, მოზრდილთა 90%ზე მეტს რაიმე ფორმით მაინც აღენიშნება კბილის კარიესი.

ამიტომ ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც ძალიან იაფია და თან ეფექტური კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. ასე რომ, სტომატოლოგთან ვიზიტამდე ტანჯვა აღარ მოგიწევთ.

მარილიანი წყლის სავლები

მარილწყალი ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებაა და კბილის ტკივილსაც აჩერებს. უბრალოდ შეურიეთ 1/2 ჩ. კ. მარილი ერთ ჭიქა თბილ წყალს და გამოივლეთ პირის ღრუში. სავლები ასევე ახდენს შესიების პრევენციას და წმენდს კბილის გარშემო არსებულ მიდამოს.

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი ტკივილს ამსუბუქებს და ასევე შველის სისხლმდინარე ღრძილებს. შეგიძლიათ ის მარილიანი წყალივით გამოივლოთ. ამისთვის 3%იანი ზეჟანგი შეურიეთ იმავე პროპორციის წყალს. ნარევი არ ჩაყლაპოთ.

მიხაკი ან მიხაკის ზეთი

მიხაკი წლებია კბილის სამკურნალო საშუალებად ითვლება, ის ბუნებრივი ანტისეპტიკია. აიღეთ მცირე რაოდენობის დაფხვნილი მიხაკი და დაიყარეთ კბილზე ან დაღეჭეთ მისი მთლიანი ღერო მისი ცხიმის შესაწოვად. შეგიძლიათ 2 წვეთი ზეთი მტკივნეულ კბილზეც დაიწვეთოთ.

ცივი კომპრესი

ცივი კომპრესი ეფექტურია ნებისმიერი ტკივილის შემსუბუქებისთვის. გამოიყენეთ ყინულის კუბები და შეახვიეთ ისინი პლასტიკურ ცელოფანში ან თხელ ნაჭერში. დაიდეთ მტკივნეულ ადგილას 15 წუთით, რათა ნერვი გაყუჩდეს. ეს ასევე ებრძვის ანთებას და შესიებას.

ნიორი

ნიორი ცნობილია სამედიცინო უნარებით, ის კლავს მავნე ბაქტერიებს და ამსუბუქებს ტკივილს. გააკეთეთ მისგან პასტა და დაიდეთ კბილზე ან ნელა დაღეჭეთ ერთი ცალი მტკივანი კბილის საშუალებით.

გუავას ფოთლები

გუავას ფოთლებს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ეფექტი. ის არამხოლოდ კბილის ტკივილს შველის, არამედ აყუჩებს პირის ღრუში არსებულ წყლულებს და შესიებულ ღრძილებს.

დაღეჭეთ მისი 2 ფოთოლი, სანამ წვენს გამოყოფს. ან ჩადეთ გუავას ფოთლები მდუღარე წყალში და გამოივლეთ სითხე, როცა გათბება. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ზღვის მარილიც.

ხორბლის ბალახი (ჯეჯილი)

ჯეჯილს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და ასევე შველის კბილის ტკივილს. დაღეჭეთ ის პირდაპირ ან გაამზადეთ წვენი სავლებისთვის. ბალახს ღრძილებიდან გამოაქვს ტოქსინები და ამცირებს ბაქტერიის ზრდას.

ხახვი

ხახვი შეიცავს ფიტოქიმიებს, რომელიც ებრძვის ღრძილების ინფექციებს და ამცირებს ტკივილს.

დაჭერით ხახვი და დაღეჭეთ მისი ნაჭრები მტკივანი კბილის მხარეს, ასე ხახვის წვენი კბილში კარგად შეაღწევს. თუ ტკივილი ღეჭვის საშუალებას არ გაძლევთ, პირდაპირ თითის დახმარებით დაიდეთ ხახვის ნაჭერი კბილზე.

გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდები ტკივილს დროებით აჩერებს, მყარი შედეგისთვის აუცილებელია მკურნალობა, ამიტომ დიდხანს ნუ გადადებთ სტომატოლოგთან ვიზიტს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: