მთავარი ჯანმრთელობა 6 სწრაფი მეთოდი მთელი დღე ჯდომის შემდეგ გამოწვეული წელის ტკივილის შესაჩერებლად

6 სწრაფი მეთოდი მთელი დღე ჯდომის შემდეგ გამოწვეული წელის ტკივილის შესაჩერებლად

by Keti

მოზრდილთა 80% ყოველდღიურად განიცდის სხვადასხვა ფორმის წელის ტკივილს. სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. მედიცინა ამ დროს საუკეთესო დამხმარეა, თუმცა კარგი იქნება, თუ გეცოდინებათ ისეთი მეთოდებით, რომლებსაც გვერდითი ეფექტები არ გააჩნია.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ წელის ტკივილის თავიდან აცილების რამდენიმე მეთოდს.

1. კატისებური გაწელვა სკამზე

ვარჯიში

კატის გაწელვა მოგიხსნით დაძაბულობას წელის არეში. გამოიყენეთ სკამი და დამღლელი დღის შემდეგ მარტივად გათავისუფლდებით ზურგის მიდამოში არსებული სიმძიმისგან.

  • აიღეთ რბილი ბალიში სკამზე დასადებად. დადექით მუხლებზე და გადაწექით მუცლით სკამზე. მოადუნეთ მთელი სხეული და ზურგს მიეცით თავისუფლად ქანაობის საშუალება. თავი გქონდეთ ქვემოთ.
  • გაჩერდით ასე, სანამ კუნთების მოდუნებას არ იგრძნობთ.

2. გამოიყენეთ სპეციალური ლენტები ტკივილის შესამცირებლად

varjishi

ეს მარტივი და ეფექტური მეთოდია. ასეთი ლენტები ამცირებს ზეწოლას და ტკივილს, ზრდის სისხლის მიმოქცევას და ადუნებს კუნთებს.

როგორ გამოვიყენოთ:

  1. გაიწმინდეთ პრობლემატური მიდამოები.
  2. დაიკარით კარგად ლენტები.
  3. ისინი გააცხელებს მტკივნეულ ადგილს და მალე ტკივილი შემსუბუქდება.

ამ მეთოდის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ფიზიკურ თერაპევტთან!

3. ცხელი ქვები სამკურნალოდ და მოსადუნებლად

როცა ქვებს იპოვით ზღვის სანაპიროზე, არ გადაყაროთ ისინი, შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ. ისინი უნდა იყოს ბრტყელი და მრგვალი. აკუპუნქტურას წერტილებზე ცხელი ქვის დადება ხსნის კუნთების დაძაბულობას და იწყება მკურნალობის პროცესი. თუმცა თავდაპირველად სჯობს ექიმთან კონსულტაცია.

 ქვების მომზადება და გამოყენება

  1. გააცხელეთ ქვები მასაჟის დაწყებამდე 30-60 წუთით ადრე. წყალი გაცხელებული უნდა იყოს მაქსიმუმ 54 გრადუსზე.
  2. წაუსვით ქვებს მასაჟის ზეთი.
  3. ნუ დაიდებთ ქვებს პირდაპირ კანზე, ჯერ გაამოძრავეთ ზურგის ზედაპირზე, რათა ტემპერატურას მიეჩვიოთ. არ დაწვეთ ცხელ ქვებზე!
  4. დაწექით სახით ქვემოთ და დაიწყეთ ქვები ზურგზე და მოდუნდით. 3-4 წუთის შემდეგ სიცხე კანში შეაღწევს.

4. გამოიყენეთ აკუპუნქტურას წერტილოვანი მეთოდი

აკუპუნქტურას წერტილების დამუშავება ძალიან ეხმარება ზურგის ტკივილს, თან ამ მეთოდს გვერდითი ეფექტები არ აქვს. შეგიძლიათ ეს მეთოდი ყოველდღე გამოიყენოთ. აკუპუნქტურა ანტიკური ჩინეთის ფიზიკური თერაპიაა. ის მუშაობს ნერვული სისტემის სტიმულირებით და გამოყოფს ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებებს.

წელის აკუპუნქტურული წერტილების ნაწილი არის მუხლებზე, წელის ქვედა ნაწილზე, ტერფებზე, თეძოებზე და მუცელზე.

როგორ დავაწვეთ წერტილებს:

  1. დააწექით წერტილებს ცერა თითით და გააჩერეთ რამდენიმე წამით.
  2. ნელა აუშვით თითი.

5. ქიროპრაქტიკა წელის ტკივილისთვის

ესეც მედიცინის კარგი ალტერნატივაა. ქიროპრაქტიკა ზურგის მანიპულაციაა და საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ტკივილს. ის ფაქტობრივად შეხებით ებრძვის პრობლემას და შემდეგ მანუალურად აგვარებს. ამერიკაში ქიროპრაქტიკის მეთოდით ყოველწლიურად 35 მილიონ ადამიანს კურნავენ.

მაგრამ პროცედურების დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია, რათა ზურგი არ დაიზიანოთ!

ჩვენ ამ სტატიაში შემოგთავაზეთ ზურგის ტკივილის შემსუბუქებისთვის არსებული მეთოდები. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნისას, ყოველთვის უნდა ეძებოთ პროფესიონალური რჩევები! გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც!