მთავარი ინსპირაცია 21 ნამდვილი ფოტო, რომელიც თითქოს სხვა სამყაროშია გადაღებული

21 ნამდვილი ფოტო, რომელიც თითქოს სხვა სამყაროშია გადაღებული

by Keti

ჩვენი ადამიანური ბუნება ხშირად შიშით ივსება უცხო მოვლენების მიმართ, მაგრამ ცნობისმოყვარე ადამიანები ამ შიშის გადალახვას ახერხებენ. დღევანდელ სამყაროში შეგვიძლია უბრალოდ ფოტო გადავუღოთ უჩვეულო ფენომენებს და ინტერნეტის მომხმარებლებს გავუზიაროთ, სადაც აუცილებლად აღმოჩნდება საკითხში გარკვეული ადამიანი და აგვიხსნის, თუ რატომ აქვს ზოგიერთ სოკოს უნაკლო მრგვალი ფორმა ან ვინ ფანტავს იმ შუშის ბურთებს, რომლებსაც შემდეგ ბავშვები პოულობენ ქუჩაში.

ჩვენ შევაგროვეთ საინტერესო ფოტოები, რომლებიც უცნაურ მოვლენებსა და ფენომენებს გამოსახავს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, იწვევს ცხარე დისკუსიებს ინტერნეტში.

პაწაწინა შინაური დრაკონი

ეს იშვიათი მექსიკური ალიგატორი ხვლიკია. ისინი ბრაკონიერების მიერ ტყის მასობრივი გაჩეხვის გამო გადაშენების პირას არიან.

ალბინოსი ყვავი

ეს ჩიტები კანადის სანაპიროებზე სახლობენ. მათ აქვთ ლეუციზმი, მდგომარეობა, როდესაც კანის პიგმენტაცია იკარგება. 10 წლის წინ 2 ლეუციზმის მქონე ჩიტი ერთმანეთს შეხვდა და მათი მსგავსი არსება შობეს. ყოველწლიურად თეთრი ყვავების რაოდენობა იზრდება.

კოსმოსური არსება…

…მართლა კი არა, ეს უბრალოდ ზღვის ლეოპარდია ყინულებს მიღმა.

ზღაპრული ბეჭედი

ადრე ადამიანებს სჯეროდათ, რომ ვინც ზღაპრულ ბეჭედს დააბიჯებდა, მოკვდებოდა. მიცელიუმი მიწისქვეშა სამყაროში იზრდება და ცენტრში წრიული ფორმა უყალიბდება. დროთა განმავლობაში, წრის ცენტრი იფიტება და ქრება, ბუნებას კი რჩება ბეჭდის ფორმის სოკო.

მისტიკური შუშის ბურთები, რომლებსაც ბავშვები აგროვებენ

ასე გამოიყურება შუშის ქარხნებში ნახევრად დამუშავებული პროდუქტები. ბურთები ხშირად ძირს ცვივა ტრანსპორტირებისას და ბავშვებს განსაკუთრებით ხიბლავს.

ცის უჩვეულო ფენომენი

ეს ფენომენი პაწაწინა ყინულის კრისტალების მიერ არეკლილი სინათლითაა მიღებული. ეს კრისტალები ატმოსფეროშია მიმობნეული. არეკლილი სინათლის სვეტი კი სანთლის შუქს ჰგავს.

სამყაროს ფსკერზე

მყვინთავი წყლის ფსკერზე ჩამოჯდა დასასვენებლად.

ზღვის პეპელა წყალში

ეს ლიმასინაა, იგივე ზღვის პეპელა. მისი ნიჟარა CO2-ის ზემოქმედებისას იწყებს დაშლას და წყალში 45 დღის მანძილზე იხსნება.

მისტიკური ტბორი ლურჯი წყლით

ეს ტბორი ლეგენდებით არის მოცული. ამბობენ, ვინც მასში იცურავებს, მალე მოკვდება. თუკი ამ წყალს ჭიქაში ჩაასხამთ, ფერს კარგავს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ეს ფერი ტბორის ფსკერში არსებული მინერალების დამსახურებაა.

ელექტრული სუპერძალა

ამ ძალით თითქმის ყველა ადამიანი ჯილდოვდება ზამთრის პერიოდში. თბილ სინთეტიკურ ტანსაცმელზე შეხებისას ჩნდება სტატიკური ელექტრობა. თუ ოთახში გაზრდით ჰაერის ტენიანობას, ეს ეფექტი გაქრება. სტატიკური ელექტრული ცვლილებების თავიდან არიდებისთვის, რეკომენდებულია, ატაროთ ბუნებრივი მატერიის მქონე ტანსაცმელი.

ყინულის სახლი

ოჰაიოში, ეს სახლი ქარბუქის შემდეგ ყინულმა შეფუთა.

უცნობი ცხოველის ფეხი

ეს სამხრეთული კაზუარის ფეხია. ეს ჩიტები თითქმის სირაქლემების ზომისები არიან. მათი სიგრძე 130 დან 170 სმ-მდე მერყეობს. ჩიტები ფეხებსა და ბრჭყალებს თავდასხმისთვის იყენებენ.

ვუკლანში მოხარშული შავი კვერცხები

ამბობენ, თუ ამ კვერცხს შეჭამ, 7 წლით გაიხანგრძლივებ სიცოცხლესო. ისინი იაპონიაში, ოვაკუდანის ვულკანის ხევშია მოხარშული.

უხილავი კედელი

ეს უბრალოდ ილუზიაა: ფოტოზე გამოსახულია სამკუთხედი შენობა სინგაპურში. ეს დაუჯერებელი ეფექტი კი კონკრეტული კუთხიდან გადაღების შემდეგ იქმნება.

არანორმალური ზონა, სადაც ნათურები თავისით ანათებს.

ეს ელექტრომაგნიტური რადიაციის ამბავია. ნიკოლა ტესლაც ამ ხრიკს იყენებდა: ის კოშკების ქვეშ სინათლის ბოლქვებს მარხავდა, ხახლხს კი ეს ელექტროობა ეგონა.

უჩვეულო ნიშნები ხეებზე

აქ ჯადოსნური არაფერია: კოდალები შემთხვევითობის პრინციპით ტოვებენ ასეთ ხვრელებს მწერების ძებნისას.

სანაპიროზე ნაპოვნი ანტიკური არტეფაქტი

ეს გველის ნიჟარაში არსებული აგატია.

გაუჩინარებული დანაყოფი

ესეც ილუზიაა: დანაყოფების ფერი ზუსტად ჭერის ფერია და კონკრეტული განათების დაცემისას ის თითქოს ქრება.

ჯადოსნური სკოლა

პორტუგალიური სამეფო სამკითხველო კაბინეტი რიო დე ჟანეიროში.

გიგანტური ღამურა

ეს დიდი მფრინავი მელიაა, რომელიც ხილს მიირთმევს. მათი ზომა შთამბეჭდავია. ამ ცხოველებიდან ზოგი 6 წლის ბავშვისხელაა. ზომის მიუხედავად, მტაცებლები არ არიან, თუმცა უკეთესია თუ ადამიანი მათთან ახლოს არ მივა, რადგან ისინი იმ ვირუსებს ატარებენ, რომლებიც ადამიანისთვის ძალიან საშიშია.

კურდღლები პარალელური სამყაროდან

ორიგინალ ენაზე მათ შავ otter rex rabbit-ს ეძახიან.

თქვენ თუ გინახავთ ერთი შეხედვით მისტიკური მოვლენები? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს საინტერესო სტატია კი აუცილებლად უნდა აჩვენოთ თქვენს მეგობრებსაც!