მთავარი სილამაზე როგორ მოვიშოროთ სტრიები სხეულიდან?

როგორ მოვიშოროთ სტრიები სხეულიდან?

by Keti

სტრიები სხეულზე მაშინ ჩნდება, როცა კანი ან სწრაფად იწელება, ან ზომაში მცირდება. ეს შესაძლოა მოხდეს ფეხმძიმობისას, წონის კლებისას ან სხეულის გარკვეული ცვლილებისას. თავიდან ეს ხაზები ვარდისფერი, წითელი ან იისფერია, თუმცა დროთა განმავლობაში, მისი შეფერილობა ქრება.

არ არსებობს გზა, რომელიც სრულად გაგვათავისუფლებს სტრიებისგან, თუმცა არსებობს ვარიანტები, რაც ნაკლებ შესამჩნევს გახდის მათ. ჩვენ დღეს ამ მეთოდებს გაგიზიარებთ.

1. აიქერცლეთ კანი შაქრით

ხშირი აქერცვლა მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს კანიდან და ხელს შეუწყობს ახალი კანის წამოსვლას სტრიების ადგილას. პილინგი აგრეთვე კანს დაეხმარება უკეთ შეიწოვოს კრემები.

სკრაბის დამზადება:

  • შეურიეთ ერთი ჭიქა შაქარი 1/4 ჭიქა ნუშის ან ქოქოსის ზეთს და მიიღეთ პასტა.
  • დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და აურიეთ კარგად.
  • დაიმასაჟეთ სკრაბით პრობლემური ადგილები 8-10 წუთის მანძილზე.
  • გაიმეორეთ პროცედურა კვირაში რამდენჯერმე, შხაპის მიღების დროს.

2. წაისვით რეტინოლის მალამო

რეტინოლის შემცველი კრემი ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას და დაგეხმარებათ ახალი, უფრო თხელი კანის წარმოქმნაში.

  • ნაზად დაიმასაჟეთ მალამოთი სტრიების ადგილი.
  • წაისვით კრემი ყოველდღე.
  • სჯობს კრემის გამოყენება დაიწყოთ ადრეულ სტადიაზე, სანამ სტრიები ჯერ ვარდისფერი ან წითელია.

3. დაიტენიანეთ კანი სხეულის ზეთით

სხეულის ზეთი არბილებს კანს და აძლევს იმ შეფერილობას, რაც შედარებით უხილავს ხდის სტრიებს.

  • შეარჩიეთ A და E ვიტამინის შემცველი ზეთები.
  • წაისვით პირდაპირ სტრიების არეზე ყოველდღე.

4. გამოიყენეთ ავტორუჯი

ავტორუჯის ლოსიონებიც ასევე მინიმუმამდე დაიყვანს სტრიების გამოჩენის ალბათობას.

  • წაისვით პრობლემურ ადგილას ავტორუჯი და გახადეთ სტრიები ნაკლებ შესამჩნევი.
  • ყოველთვის დაიფარეთ სტრიების ადგილი მზისგან დამცავი კრემით, რათა დაზიანება აირიდოთ.

შენიშვნა:

⛔ გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი რუჯი სტრიებს უფრო შესამჩნევს გახდის.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!