მთავარი რჩევები 15 მარტივი მეთოდი იმისთვის, რომ საჭმელმა დიდხანს გაძლოს

15 მარტივი მეთოდი იმისთვის, რომ საჭმელმა დიდხანს გაძლოს

by Keti

აღებ მაცივარს და ეძებ ახალ პროდუქტებს, რომლებიც ერთი კვირის წინ იყიდე, თუმცა საბოლოოდ აყროლებულ და გაფუჭებულ საკვებს ხედავ. საბედნიეროდ, ბევრი გზა არსებობს საიმისოდ, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ სიახლე და ბუნებრივი გემო.

ჩვენ დღეს პროდუქტების შენახვის 15 მარტივ საშუალებას გაგიზიარებთ.

1. საკვები მცენარეები

ახალი მცენარეები დიდხანს მაცივარშიც არ ძლებს. თუმცა მათ შესანახად 2 მეთოდი არსებობს:

  • მოეპყარით მათ ყვავილებივით. აავსეთ ჭიქა წყლით და ჩადეთ მცენარეები წყალში. შემდეგ შეინახეთ ისინი მაცივარში. ასე მცენარეები 3-4 დღით მეტხანს შეინარჩუნებს სიახლეს.
  • შეგიძლიათ უფრო დიდხანს შესანახად მცენარები კარაქში შეურიოთ და ყინულის კუბებით გაყინოთ.

2. კომბოსტოს შენახვა

პლასტიკურ ცელოფანში კომბოსტოს შენახვა დიდი შეცდომაა. ისინი ყოველთვის შეინახეთ მაცივრის გამოსაწევ ყუთში.

3. სალათის ფურცლები და ისპანახი

ორივე მათგანი შენახვამდე უნდა გარეცხოთ ცივი წყლით. შემდეგ შეინახეთ მჭიდრო პლასტიკურ ცელოფანში და შედეთ მაცივარში.

4. ხახვის შენახვა 

ხახვის მაცივარში შენახვა ტენის გამო კარგი იდეა არ არის, თან მთელ მაცივარში ხახვის სუნი დადგება. შეინახეთ ისინი კალათაში, რადგან იქ კარგი ვენტილაციაა.

5. ყველის გახვევა ცვილის ქაღალდში

პლასტიკური ნივთები ყველის პროდუქტების მტერია, ამიტომ ამ შემთხვევაში ცვილის ქაღალდი გამოგადგებათ. გახსნილი ყველი შესანახად შეფუთეთ ცვილის ან პერგამენტის ქაღალდში და შეინახეთ პლასტიკურ ჩანთაში.

6. პურის დიდხანს შენახვა

პლასტიკური ნივთები აქაც ცუდი არჩევანია. პურის შესანახად საუკეთესო საშუალება არის მისი შეხვევა სამზარეულოს ტილოში და შემდეგ საპურეში.

7. სტაფილოს შენახვა

მოაჭერით სტაფილოს ღერო, ასე უკეთ შეინახება. არ ჩადოთ პლასტიკურ ცელფანში, უბრალოდ შეინახეთ მაცივრის ყუთში.

8. კენკრა

კენკრაც არ ინახება პლასტიკურ ცელოფანში ან კონტეინერში, უმჯობესია ის ღია, საწურის მსგავს კონტეინერში შეინახოთ.

9. სოკოს შენახვა

მოაშორეთ სოკოს ჭუჭყი და გააშრეთ. შემდეგ შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში და ჩადეთ ქაღალდის პარკში. შეინახეთ მაცივარში.

10. ბეკონის შენახვა

ბეკონის შესანახად:

  • გაყინეთ ბეკონი ჰერმეტულ კონტეინერში ან მჭიდრო პლასტიკურ პარკში.
  • შეინახეთ კონტეინერი მაცივარში.

11. ხორცის შენახვა გაყინვის გარეშე

მოათავსეთ ხორცის ნაჭერი პლასტიკურ კონტეინერში და მოასხით ზეითუნის ზეთი. ასე 3 დღე შეინარჩუნებს ხარისხს.

12. ფეტას შენახვა

დაგჭირდებათ:

  • 4 ჭიქა წყალი
  • 100 გ მარილი

გახსენით მარილი წყალში. ყველი ჩადეთ პლასტიკურ კონტეინერში და დაასხით მარილწყალი. გამოყენებამდე გადაავლეთ ცივი წყალი.

13. ლიმონის შენახვა

ლიმონი ჯერ გაახვიეთ პლასტიკურ ცელოფანში, შემდეგ კი მოათავსეთ მაცივარში. ასე პროდუქტი ერთი თვე გაძლებს.

14. პრასი

პრასის შესანახად საუკეთესო მეთოდი არის მისი მიწაში გაჩერება. თუ ბაღი ან ეზო არ გაქვთ, გამოიყენეთ ქოთანი.

15. პლასტიკური ცელოფანი ბანანის შესანახად

შემოახვიეთ ცელოფანი ბანანების საერთო ღეროს, ასე ბანანი არ გაშავდება და მეტ ხანს შეინარჩუნებს ახლებურ მდგომარეობას.

თქვენ თუ გაქვთ რაიმე მეთოდი პროდუქტების დიდხანს შესანახად? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!