მთავარი კულინარია 11 საკვები, რომელიც წლების განმავლობაში ახალივით იქნება, თუკი სწორად შეინახავთ

11 საკვები, რომელიც წლების განმავლობაში ახალივით იქნება, თუკი სწორად შეინახავთ

by Keti

გაფუჭებული საკვები არავის არაფერში სჭირდება, ამიტომ უმჯობესია, თუკი ისინი დიდხანს შეინახება. ზოგჯერ ამისთვის მათი სწორ პირობებში გაჩერებაა საჭირო. საბოლოოდ, შეიძლება რაღაც უფრო გემრიელიც გამოვიდეს – ბოლოს და ბოლოს, სუშიც იმიტომ შეიქმნა, რომ თევზი უფრო დიდხანს ყოფილიყო საჭმელად ვარგისი.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ 10 პროდუქტის შენახვის წესებს, რათა მათით დიდხანს ისიამოვნოთ.

1. კენკრა: შეინახეთ და გაყინეთ

კენკრა ბევრ დესერტს უხდება და თან ძალიან სასარგებლოა. მათი შენახვის ერთი გზა არის გაყინვა.

გაყინვისას კენკრა გარეცხეთ ცივი წყლით და გააშრეთ, რათა არ გაფუჭდეს. მოათავსეთ პლასტიკურ ცელოფანში და შემდეგ შედგით საყინულეში.

2. ბოსტნეული: ჩადეთ მარილწყალში

მარილხსნარში მოთავსება საკვების შენახვის კლასიკური გზაა. ამისთვის ყველა სახის ბოსტნეული გამოდგება, ყველაზე ალბათ კიტრი, რომლიც მწნილიც ყველაზე ცნობილია. მწნიკები დაახლოებით 2 წელი ინახება.

კიტრისგან განსხვავებით, პომიდორი ერთი თვე ძლებს.

3. სტაფილო: გააკეთეთ მათგან ჩიფსები

სტაფილო ყოველთვის გვჭირდება მომზადებისას. დაჭერით ის და გაახმეთ. როცა გამოშრება, უკვე 25 წელიც შეგიძლიათ შეინახოთ.

4. ვაშლი: გამოაშრეთ

ვაშლიც სტაფილოს მსგავსად დიდხანს ინახება ჩიფსის სახით.

დაჭერით ვაშლი და გამოაშრეთ დეჰიდრატორში ან მიკროტალღურში. შეინახეთ პლასტიკურ ცელოფანში ან მოხუფეთ.

5. თხილეული: შეფუთეთ და გაყინეთ

თხილეული ცილის წყაროა და კარგია თუ ის დიდხანს გექნებათ. გაყინეთ ისინი კენკრის მსგავსად და 2 წელი შეგენახებათ.

6. ლობიო: დააკონსერვეთ

ლობიო მრავალმხრივი საკვებია და ალბათ ხშირად დაგჭირდებათ. დააკონსერვეთ და 3დან 5 წლამდე შეინახება.

დასაკონსერვებლად მოხარშეთ ლობიო 2 წუთით, შემდეგ ჩაალბეთ ერთი საათით და გადაწურეთ. დაასხით ახალი ცივი წყალი და ხარშეთ ნახევარი საათი. დაამატეთ მარილი და ჩაასხით ქილაში თავის წყალთან ერთად.

7. ნეკერჩხლის სიროფი: გაყინეთ

გაყინული სიროფი უსასრულოდ ინახება.

8. თევზი: იყიდეთ დაკონსერვებული

კარგი ხარისხის კონსერვირებული თევზი, მაგალითად, თინუსი, 3 წელს ძლებს. თუმცა გახსნის შემდეგ მალევე უნდა მიირთვათ.

9. თაფლი: შეინახეთ მზისგან დაცულ ადგილას

თაფლი სამუდამოდ შეინახება, თუ სწორად შეინახავთ. მოარიდეთ ის მზის პირდაპირ სხივებს და შეინახეთ დახურულ კარადაში.

10. რძე: დაფქვით

რძე დიდხანს არ ძლებს, არც ცივად შენახვის დროს, მაგრამ დაფხვნილი რძე 25 წელიც ინახება.

11. ძმარი: მოხუფეთ მჭიდროდ

ძმარი და თაფლი ერთი ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან – მათ ვადა არ გასდით.

ძმარი საკვებად უსაფრთხო იქნება, თუ მჭიდროდ დახუფულ ბოთლში ან კონტეინერში შეინახავთ.

თქვენ ხომ არ იცით კიდევ სხვა საკვების შენახვა რაიმე სპეციფიური მეთოდით? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!