მთავარი ჯანმრთელობა ეს 7 საკვები ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივი გზით წმენდს

ეს 7 საკვები ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივი გზით წმენდს

by Keti

ჩვენი იმუნიტეტის 80% კონცენტრირებულია ჩვენს ნაწლავებში. მეცნიერების თქმით, თუ ჩვენი სხეული სწორად დეტოქსიედება და საჭირო ბაქტერიებიც აბალანსებს ნაწლავებს, ჩვენ ბუნებრივი სუპერძალა გვექნება გაციებასთან და ვირუსებთან საბრძოლველად. ზოგიერთი საჭმელი სისხლს წმენდს მძიმე მეტალებისგან და ახდენს მისი შედედების პრევენციას, ზოგიერთი კი პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს ებრძვის პროფესიონალურად.

ჩვენ დღეს მოგიყვებით 7 საკვების შესახებ, რომელიც ორგანიზმს ბუნებრივი გზით აშორებს ტოქსინებს.

1. ავოკადო ღვიძლიდან გვაშორებს ქიმიკატებს

ავოკადო ბლოკავს არტერიის დამაზიანებელ ტოქსიურობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აფართოებს სისხლძარღვებს. პროდუქტი შეიცავს ნივთიერება გლუტათიონს, რომელიც ბლოკავს 30 განსხვავებულ კანცეროგენს და ღვიძლს ეხმარება სინთეტიკური ნივთიერებებისგან დეტოქსიცირებაში. მათთვის, ვისაც სისხლის მაღალი წნევა აწუხებს, ეს ხილი განსაკუთრებული ღირებულებისაა.

2. ანანასი ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ანანასი შეიცავს ბუნებრივ ცხიმისმწველ ნივთიერებას – ბრომელაინს. ეს უკანასკნელი სხეულს ცილების დაშლასა და მონელებაში ეხმარება. ანანასი განსაკუთრებით ეფექტურია ქოლესტერინის დონის შემცირებასა და ორგანიზმიდან მის განდევნაში. ანანასი ათხელებს სისხლს და შლის მის კოლტებს. ამ ხილის მირთმევა უმჯობესია ცოცხალი სახით და არა დაკონსერვებული.

3. მჟავე კომბოსტო გვათავისუფლებს ტოქსინებისგან და წმენდს კანს.

ეს ფერმენტირებული საკვები ადვილად გადამუშავდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ, ის სავსეა ბოჭკოებითა და პრობიოტიკებით, რაც ხელს უშლის შებერილობას, წმენდს კანს და გვეხმარება აკნეს მოშორებაში. მჟავე კომბოსტო სხეულს ეხმარება ვიტამინებისა და მინერალების შეწოვაში და გაძლევს მეტ ენერგიას.

4. გარგარის ახალი ჩირი ებრძვის შეკრულობას.

გარგარის ჩირი ცნობილია ბუნებრივი საფაღარათო ეფექტით. თუ მიდრეკილი ხართ შეკრულობისკენ, ეს საკვები თქვენს ნაწლავებს მიანიჭებს გამწმენდ ეფექტს. ახალი გარგარი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს და კვებავს ნაწლავებში არსებულ კარგ ბაქტერიებს. ხილი სავსეა ანტიოქსიდანტებით და ნაწლავების გარდა, თვალებისთვისაც სასარგებლოა.

5. სპირულინა ებრძვის სხეულის უსიამოვნო სუნს

სპირულინა ალგიციდია, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წმენდის ეფექტი და სისხლს აშორებს მძიმე მეტალებს. მაგრამ ამ მწვანე ფხვნილის ყველაზე მიმზიდველი თვისება არის, მისი მთავარი ინგრედიენტის, ქლოროფილის მოქმედება – მოახდინოს სხეულის სუნის ნეიტრალიზება. ქლოროფილს ექიმები ,,შინაგანი დეოდორანტს” ეძახიან. მისი მიღებით სხეული ისეთ სუნს იძენს, თითქოს შხაპი ახალი მიღებული გვაქვს.

6. გრეიფრუტი გვაძლევს დამატებით ენერგიას და წელის მიდამოს აძლევს ფორმას. 

გრეიფრუტი შეიცავს ნოტკატონსეს არის ქიმიური სტრუქტურები, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის კლებას. ის ასევე მდიდარია ბოჭკოთი, რაც გვაძლევს დანაყრების შეგრძნებას და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. გრეიფრუტის ბაზისური დეტოქსი არის ოქროს გრეიფრუტის წესი: მიირთვით ნახევარი გრეიფრუტი ყოველი კვების ჯერის დროს ერთი კვირის განმავლობაში და ორგანიზმი მიიღებს საკმარის ბოჭკოს და ვიტამინებს – A და C.

7. კიტრი ბუნებრივად წმენდს სუნთქვას.

კიტრის წყალი ახდენს პირის გაშრობის პრევენციას და გვაშორებს საკვების არასაჭირო ნარჩენებს. ვაშლის მსგავსად, ხრაშუნის ფაქტორი ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს დატენიანებას. კიტრის ნაჭრის ენის ქვეშ გაჩერება ამცირებს სპეციფიურ სუნს პირის ღრუდან. ხრაშუნა ბოსტნეული ასევე გვეხმარება კბილისა და ღრძილის ნადების მოშორებაში.

თქვენ თუ იღებთ ისეთი ტიპის საკვებს, რომელიც თქვენს სხეულს წმენდაში ეხმარება? რომელია თქვენი რჩეული პროდუქტები? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!